ტობოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ტობოლი''' — მდინარე ყაზახეთსა და რუსეთში; ირტიშის (ობის აუზი)...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ტობოლი''' — მდინარე ყაზახეთსა და რუსეთში; ირტიშის (ობის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1591 კმ, აუზის ფართობი 426 ათასი კმ². ყაზახეთში ტობოლის აუზში მდებარეობს ვრცელი გაუდინარი არე. სათავეს იღებ მდინარეების ქოქფექთისაისა და ბოზბიეს შეერთების შედეგად. ზემო წელზე მიედინება თურღაის პლატოზე და აქვს მთის მდინარის ხასიათი, შუა და ქვემო წელზე — დასავლეთ ციმბირის ვაკეზე, ფართო ტერასულ ხეობაში, სადაც 5 კმ-მდე სიგანის ჭალები და მრავალი ნამდინარევი ტბაა. ქალაქ ტობოლსკის სიახლოვეს ერთვის ირტიშს. ტობოლის აუზში დაახლოებით 20 000 ტბაა საერთო ფართობით 9000 კმ². დიდი შენაკადებია: უბაგანი, სუერი, ტაპი (მარჯვენა); აიატი, ტუი, ისეტი, ტურა, ტავდა (მარცხენა). უპირატესად იკვებება თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის 60%), ქვემო წელზე იზრდება წვიმის წყლის წილი. ყველაზე ჭარბწყლიანი პერიოდია მაისიდან და ივნისამდე, მცირეწყლიანი — აგვისტოდან მარტამდე. ქვემოთში წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი 810 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 25,6 კმ³). იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტობოლი“-დან