კარალეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
 
==ისტორია==
კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელწოდებაა [[ნაჭარმაგევი]]. ვახუშტის ცნობით {{ციტატა|„ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო; და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი“.}} [[XI საუკუნე|XI]]-[[XII საუკუნე]]ებში ნაჭარმაგევი [[შიდა ქართლი]]ს პოლიტიკური ცენტრი იყო. [[1110]] წელს დავით აღმაშენებელი თავისი ტაძრეულით იდგა ნაჭარმაგევს და იქიდან აწარმოებდა ბრძოლებს [[თურქ-სელჩუკები]]ს წინააღმდეგ. ნაჭარმაგევს იხსენებს [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III-ის]] და [[თამარ მეფე|თამარის]] ისტორიკოსიც. [[XVIII საუკუნე]]ში სოფელს დიდი ზიანი მიაყენა ლეკთა თარეშმა. მათ ერთ-ერთი შემოსევის დროს აიღეს [[კარალეთის ციხე]], ხელთ იგდეს ტყვე და საქონელი. სოფელი კარალეთი, ქართლში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. 1902 წლის აპრილში, ერისთავსა და გლეხებს შორის ატყდა დავა საძოვრების თაობაზე. გლეხებმა სოფლის ცენტრში მოიყარეს თავი. [[გორი|გორის]] მაზრის უფროსმა დააპატიმრა რამდენიმე გლეხი. მათ გასათავისუფლებლად, სოფლის გლეხობამ [[თბილისი|თბილისში]], მთავარმართებელთან თხოვნით გაგზავნა დეპუტაცია. დაპატიმრებული გლეხები [[რუსეთი|რუსეთის]] შორეულ [[გუბერნია|გუბერნიაში]] გადაასახლეს. 1905 წლის 7 მარტს, 12 საათზე, სოფლის კანცელარიასთან თავი მოიყარა მეზობელი სოფლების — [[ხელთუბანი|ხელთუბნის]], [[თორტიზა (გორის მუნიციპალიტეტი)|თორტიზის]], დიდი და პატარა გარეჯვრების მოსახლეობამ. მათ, ხელთუბნელების თაოსნობით, მოაწყვეს მსვლელობა წითელი დროშებით, დაარბიეს და დაანგრიეს კანცელარიის შენობა. 13 მარტს სოფლის ცენტრში კვლავ ათასამდე კაცმა მოიყარა თავი. შეკრებაზე გლეხებმა მთავრობის საწინააღმდეგო სიტყვები წარმოთქვეს, თავად ერისთავისგან მოითხოვეს ნაცვლის გადასახადისაგან გათავისუფლება, ტყითა და საბალახოთი სარგებლობის უფლება, მღვდლისა და სოფლის მოხელეთა თვითნებობის ალაგმვა. მიტინგი მღელვარებაში გადაიზარდა. ამბოხებულებმა დაანგრიეს სამრევლო სკოლა, ჩამოხსნეს [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესიის]] ზარი. საღამოს ეკლესიის ეზოში შეკრებილებმა დასახეს ბრძოლის გეგმა. 1905 წლის 20 მარტს, თავად ერისთავის სახლს (ახლა ამ ადგილზე სოფლის კლუბის შენობაა) ალყა შემოარტყა 600-მდე კაცმა. მათ გასაფანტავად გაიგზავნა [[პოლიცია]]. თავადმა დემონსტრაციის ხელმძღვანელთა გადასახლება მოითხოვა. მთავრობამ იმავე წლის სექტემბერში სოფელში [[კაზაკები|კაზაკების]] რაზმი ჩააყენა, რამაც დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა სოფლის მოსახლეობას.
 
==დემოგრაფია==
ხაზი 64:
 
==ლიტერატურა==
{{სძა|5|73|აფრასიძე გ., ვანიშვილი შ.}}
{{ქსე|5|392}}
* ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ.
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ., 1990 წ.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარალეთი“-დან