ატენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
==ისტორია==
[[ატენი]], როგორც მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი, ცნობილია [[VII საუკუნე|Vll საუკუნიდან]], ატენის სიონის ტაძრის აგების შემდეგ. ამ დროისათვის იგი ქალაქად ჯერ კიდევ არ იწოდებოდა. ატენი ერთხანს კლდეკარის ერისთავთერისთავს, რატი ბაღვაშს ეკუთვნოდა. 989 წელს, [[საქართველო|საქართველოს]] გაერთიანებისათვის მებრძოლმა მეფე [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ lll]] დაიმორჩილა რატი და ატენის ციხესაც დაეპატრონა. ატენის სიონის ტაძრის წარწერის თანახმად, მეფე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ lV]]-ის ბრძანებით ქალაქი აუშენებია ატენის ციხისთავს (დაახლოებით [[XI საუკუნე|Xl საუკუნის]] 60-იანი წლები). აქედან მოყოლებული ქალაქი ატენის ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელს]] ატენში სამეფო საჭურჭლეც კი ჰქონია. ატენის გაქალაქება განაპირობა მისმა მოხერხებულმა [[გეოგრაფია|გეოგრაფიულმა]] მდებარეობამ. ქალაქი გაშენებული იყო ატენის სიონის ტაძრის მიდამოებში და ვრცელდებოდა მდინარე ტანისა და მისი მარჯვენა პატარა შენაკადის შესართავამდე. ამ ხეობაში შესანიშნავი პირობები იყო მიწათმოქმედებისთვის. ტანის ხეობაზე გადიოდა უმოკლესი გზა, რომლითაც [[შიდა ქართლი]] [[სამხრეთი|სამხრეთ]] საქართველოს უკავშირდებოდა. Xl საუკუნის შუა ხანებში [[ბიზანტია|ბიზანტიისაგან]] ზურგმომაგრებულმა ბაგრატ lV-ის ნახევარძმამ, დემეტრემ და ძლიერმა ფეოდალმა, ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სცადეს ატენის ციხის აღება, მაგრამ ბაგრატ lV-ის ერთგულმა პირებმა ისინი დაამარცხეს. [[XIII საუკუნე|Xlll საუკუნეში]] აბაღა ყაენმა ატენი ქართლის სხვა სოფლებთან ერთად უწყალობა [[დავით ულუ|დავით ულუს]]. დემეტრე ll-ის დროს, ატენისა და „მისი ქვეყნის“ მფლობელია რაჭის ერისთავი კახაბერი, მაგრამ იგი მალე ღალატისათვის სიკვდილით დასაჯეს. ატენი კვლავ მეფეთა საკუთრებად იქცა. [[XVI საუკუნე|XVl საუკუნის]] დასაწყისში, ქართლის მეფე [[დავით X]], [[კახეთი|კახეთის]] მეფემ, ავგიორგიმ ატენის ციხეში გამოამწყვდია. ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ [[ავგიორგი|ავგიორგიმ]] ციხე მაინც ვერ აიღო. [[სპარსეთი|სპარსეთის]] გამგებელმა, [[შაჰ-თამაზი|შაჰ-თამაზმა]] 1556 წელს, იერიში მიიტანა ატენის ციხეზე, სადაც შეხიზნულები იყვნენ ქართლის მეფის, ლუარსაბის დედა, ნესტან-დარეჯანი, მეფის და და სხვა ქართველ დიდებულთა ოჯახის წევრები. ატენის ციხე საკმაოდ გამაგრებული იყო, მაგრამ ღალატის გამო ციხე დაეცა. [[XVII საუკუნე|XVll საუკუნის]] 30-იან წლებში ქართლის მეფეს, [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომს]] აუჯანყდნენ [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფის, [[თეიმურაზ I|თეიმურაზ l]]-ის მომხრე დიდგვაროვანი ფეოდალები. შეთქმულებმა ატენის ციხეს შეაფარეს თავი. როსტომმა აიღო ციხე და დაანგრია. ამის შემდეგ, ციხეს აღარ შეუსრულებია რაიმე მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხორებაში. [[XVIII საუკუნე|XVlll საუკუნეში]], [[ლეკები|ლეკთა]] განუწყვეტელმა შემოსევებმა დააკნინა და დააქვეითა ქალაქი. როგორც სოფელი და პატარა სავაჭრო პუნქტი, ატენი არსებობას განაგრძობს [[XIX საუკუნე|XlX საუკუნემდე]]. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში, ატენში რამდენიმე რევოლუციური გამოსვლა მოხდა. 1902 წლის 5 თებერვალს გაიფიცნენ [[ფინელები|ფინელი]] მრეწველის, ა. ზეზემანის სახერხი ქარხნის მუშები. მათი მღელვარება გამოიწვია ხელფასის დაგვიანებამ. მუშები ქარხნის ეზოში შეგროვდნენ. ზეზემანის თხოვნით, ბოქაულმა ატენში ჩაფრები გაგზავნა. მუშებსა და ჩაფრებს შორის მოხდა შეტაკება. გაფიცვის მოწყობისათვის პოლიციამ დააპატიმრა მოთავეები და ქარხნის 25 მუშა. 1905 წლის 2 მარტს, სოფლის მაშინდელ ცენტრში (ამჟამად აქ საცხოვრებელი სახლებია) გლეხების თავყრილობამ შეადგინა მთავრობისთვის გასაგზავნი „თხოვნა“, რომელშიც გლეხობა მოითხოვდა [[ტყე|ტყით]] და საძოვრებით სარგებლობის უფლებას, ბეგარის შემცირებას. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით, სოფელი გამოყოფილია ორად — [[დიდი ატენი|დიდ ატენად]] (მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას) და [[პატარა ატენი|პატარა ატენად]] (მდინარე ტანის ორივე ნაპირზე).
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატენი“-დან