მინოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
[[ფაილი:Map Minoan Crete-en.svg|მინი|მარჯვნივ|მინოსური კრეტა]]
'''მინოსის კულტურა''' — [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] ([[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III]]-[[ძვ. წ. II ათასწლეული|II ათასწლეულებში]]) მაღალგანვითარებული კულტურა კუნძულ [[კრეტა]]ზე, [[ეგეოსის კულტურა|ეგეოსის კულტურის]] ერთ-ერთი ვარიანტი. აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა [[არტურ ევანზი|არტურ ევანზმა]] [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს, რომელმაც მინოსის კულტურა დაყო ადრეულ, შუა და გვიანდელ პერიოდებად. სახელი ეწოდა ლეგენდარული მეფის, [[მინოსი]]ს სახელის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ქალაქები, სასახლეები (კნოსოსი, აგია-ტრიადა, ფესტოსი, მალია), ნავსადგურები, სასოფლო დასახლებები, ნეკროპოლისები. სასახლეებისა და კერძო პირების სახლების კედლები ფრესკებითა და რელიეფებით იყო შემკული. ნაპოვნია კერამიკა, სპილენძისა და ბრინჯაოს შრომისა და ბრძოლის იარაღი, ოქროს ძვირფასი ქვებისა და ფაიანსის სამკაულები, ქვის, თიხის, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის მცირე ზომის ქანდაკებები. მინოსის კულტურამ აყვავებას მიაღწია დაახლოებით [[ძვ. წ. 1700]] წლისათვის. მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ [[ეგვიპტე]]სთან, [[სირია]]სთან, [[კვიპროსი|კვიპროსთან]], [[ანატოლია]]სა და [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]]. ცნობილია ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში პირველი იეროგლიფური წარწერები, [[ძვ. წ. 1600]] წლიდან კი — ე. წ. [[A -ხაზოვანი დამწერლობა]]. დაახლოებით [[ძვ. წ. 1470]] წელს კრეტის ყველა ტაძარი დაინგრა, შესაძლებელია მიწისძვრის შედეგად.
 
== ლიტერატურა ==