ქურთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 5:
* '''საერთო რაოდენობა''': 38-40 მლნ.
* '''ენა''': [[ქურთული ენა|ქურთული]] (უმეტესობა ქურმანჯის დიალექტზე).
* '''მორწმუნეები''': [[სუნიზმი|სუნიტი მუსლიმები]], [[შიიზმი|შიიტები]], [[იეზიდიზმი|იეზიდებიეზიდები]] და [[იუდაიზმი|იუდეველები]].
 
= ეთნოგენეზი   =
ქურთების წარმოშობა დღეს სადისკუსიო საკითხია. გამოითქმება სხვადასხვა ჰიპოთეზები ქურთების წარმოშობის შესახებ, კერძოდ მიდიური და იაფეტური მარას ჰიპოთეზები. ვერსიას, თანამედროვე ქუთების წარმოშობის შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ირანის პლატოზე ასევე ამყარებენ ანტიკური წყაროები. წყარო იძლევა ცნობებს ქურთების ტომებზე, რომლებიც ძველი დრიოდანვეა სახლობდნენ სპარსეთში. ქურთები ასევე სახლობდნენ სპარსეთისა და მიდიის ატროპატენის მთებში, ქურთისტანში, სომხეთში, კასპიისპირეთის მიდამოებში და ირანულ აზერბაიჯანში. ძირითადად დაკავებულნი იყვნენ მესაქონლეობით და ყაჩაღობით. უძველესი სპარსეთის მონარქიის დროს ქურთები ალბათ შედიოდნენ სომხეთის პროვინციის შემადგენლობაში.
 
ხაზი 14:
ქურთები წარმოადგენდნენ მრავალრიცხვოვანი და ხშირად სვადასხვაგვარი ტომების ერთობლიობას, რომლებსაც ეპონიმებს უწოდებდნენ. ტომობრივი კუთვნილება დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული ქურთული საზოგადოების სოციალურ ურთიერთობებში. მეთექვსმეტე საუკუნის ქურთულ-სპარსულენოვანი ისტორიკოსი შარაფხან ბიდლისი წერდა, რომ ქურთები იყოფიან ოთხად: ქურმანჯი, ლური, კელხური და გორანი. მათ შორის ლურებს, რომლებიც მეტყველებდნენ სამხრეთ-დასავლურ ირანულ დიალექტზე უკვე აღარ თვლიან ქურთებად. კელხური - შეადგენენ ძლიერ დიფირენცირებულ სამხრეთ-ქურთულ ერთობას, რომელიც გაერთიანებულია გორანთან. ქურმანჯი - ძირითადად თვითსახელია დანარჩენი უმრავლესობის, ცენტრალური და ჩრდილო ქურთებისა. თავისი არსით, ის ტერმინი „ქურთის“ ანალოგიურია მისი ძველი მნიშვნელობით და აღნიშნავს განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური წყობის მატარებელს, რომელიც ეფუძნება სამთო მესაქონლეობას. მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „ქურმანჯი“, როგორც წესი, აღნიშნავს მხოლოდ ჩრდილოეთის ქურთებს, მაგრამ, თვით სიტყვა ქურმანჯი, ქურთულიდან ითარგმნება როგორც „მიდიის ვაჟიშვილი“. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ქურთები პირდაპირი მემკვიდრეები არიან მიდიელების. ლინგვისტების თვალსაზრისით დღეს „ქურთულად“ წოდებული ყველა ენა თუ დიალექტი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
 
ქურთული ენები :
 
ქურმანჯი
ხაზი 34:
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქურთები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და ებრაელ ხალხებთან, რომლებსაც რამდენიმე საერთო წინაპარი გააჩნია ახლოაღმოსავლეთის რეგიონის ჩრდილო ნაწილის ხალხებთან. ქურთები - ყველაზე მრავალრიცხვოვანი ერია, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სასხელმწიფო. ქურთების ავტონომია არსებობს მხოლოდ ერაყში. ეს ხალხი ოც წელზე მეტია იბრძვის ქურთისტანის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ ქურთების ბანქოს ათამაშებენ მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნები. ასე მაგალითად ისრაელი და აშშ, რომლებიც თურქეთის მოკავშირეები არიან, ამართლებენ მის ბრძოლას ქურთების მოძრაობის წინააღმდეგ. რუსეთი, საბერძნეთი და სირია კი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას. ქურთისტანის ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდგომარეობის გამო, ძველი დროიდან უცხოელი დამპყრობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამ ქვეყნებს. ამის გამო ხალიფატის დროიდან დღემდე, ქურთები იძულებულნი არიან იბრძოლონ დამპყრობელთა წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ადრეული ფეოდალიზმის დროს ქურთულ დინასტიებს დიდი პოლიტიკური ზეგავლენა ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთზე და მართავდნენ არა მხოლოდ ცალკეულ სამთავროებს, არამედ ისეთ დიდ ქვეყნებსაც, როგორებიცაა სირია და ეგვიპტე. მეთექვსმეტე საუკუნეში ქურთისტანში დაიწყო უწყვეტი ომები, რომელთა მიზეზი იყო ოსმალეთისა და ირანის იმპერიები, რომლებიც ერთმანეთს ედავებოდნენ ქურთისტანის მიწებს. შემდეგ ზოჰაბის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო ამ ომების შედეგად, ქურთისტანი გაიყო ორ ნაწილად - თურქულად და ირანულად. შემდგომში ამან სავალო როლი შეასრულა ქურთისტანის ხალხების ბედში. ოსმალეთის და ირანის მთავრობები თანდათან ასუსტებდნენ და შემდეგ საერთოდ მოსპეს ქურთული სამთავროები იმ მიზნით, რომ დაემოწმებინათ ქურთისტანი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ ქურთების ნების წინააღმდეგ ჩაითრია ქურთები პირველ მსოფლიო ომში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ნგრევა და მისი ოთხ ნაწილად გაყოფა: თურქულ, ირანულ, სირიულ და ერაყულ ჯგუფებად.
 
ქურთებს გააჩნიათ ენობრივი და კულტურული იდენტობა. სახლობენ 5000050 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე რომელიც მოიცავს 4 ქვეყანას და ასევე არსებობს ქურთული დიასპორებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
 
== მსოფლიოში უდიდესი ერი მოქალაქეობის გარეშე ==
თურქეთში დაიწყო გაფიცვები, ქურთისტანის მუშათა პარტია ათეული წლის განმავლობაში იბრძვის თურქეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, თურქები გამოჩნდნენ, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პარტნიორები ისლამური სახელმწიფოს ჯგუფთან ომში, სირიასა და ერაყში და მათ ამავდროულად კვლავ დააყენეს ქურთების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გააფთრებული ომი სირიაში, გახდა ანტიწინააღმდეგობის სიმბოლო და სიმბოლო ქურთების მისწრაფებისა ტრანსნაციონალური ერთობისაკენ. სამი ქვეყნის ქურთი ბოევიკები პირველად ერთად იბრძოდნენ, როდესაც სირიის ქურთულ მილიციას შეუერთდა ფეშმერგას (ქურთისტანის სამთავრობო შეიარაღებული ძალები) კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკების მცირე კონტიგენტი და ასევე სეპარატისტულ ქურთ მუშათა პარტიის მებრძოლები თურქეთიდან. აშშ-ს საჰაერო ძალების ჰაერიდან თავდასხმით და მხარდაჭერით მათ საბოლოო ჯამში დაიპყრეს და გამორიცხეს ჯიჰადისტები კობანედან 2015 წლის იანვარში. თურქეთის 24 ივლისის გადაწყვეტილებამ ქურთ მუშათა პარტიის დაბომბვის შესახებ აჩვენა, რომ ანკარა არ გაუშვებს ხელიდან ქურთ სეპარატისტებზე დარტყმის შესაძლებლობას.
 
ქვეყნების მიხედვით, არ არსებობს ქურთების ეთნიკური აღწერა, მაგრამ ანგარიშები აჩვენებს, ისინი ქმნიან მოსახლეობას, 20-დან 40 მილიონამდე ადამიანით. თურქეთში 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ირანში 7-8 მილიონი, 1-2 მილიონი სირიაში. ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა ნახევრად ავტონომიური რეგიონია ერაყში. ირანი ამტკიცებს, რომ იქ 5.3 მილიონი ქურთი ცხოვრობს. ევროპაში უდიდესი ქურთული დიასპორაა. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის თანახმად 1.5 დან 1.7 მილიონამდე ქურთია დასავლეთ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში ცხოვრობს 800 000 ქურთი მოსახლე. დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქურთების 80 პროვცენტი გადმოდის თურქეთიდან, კიდევ 50 ათასი ქურთი ცხოვრობს ამერიკაში და 25 000 კანადაში. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის მეთაურის ქენ დალ ნეზანის თქმით, ქურთების პიროვნება არ ეფუძნება რელიგიას, მაგრამ ეფუძნება ენასა და კულტურას. ქურთების უმრავლესობა 70 % იდან 80 % მდე სუნიტი მუსლიმები არიან, მაგრამ არსებობს ქურთების უმცირესობა, რომელიც შიიტი მუსლიმია, ისინი ირანსა და სამხრეთ ერაყში ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 20 000 მდეა და სადაც ისინი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნდნენ. ალავიტი ქუთები, რომლებიც თურქეში არიან, ითვლებიან სუფიზმის ელემენტების მქონე შიიტური ფილიალის წევრებად. ქურთებს შორის სხვა რელიგიებიც არის გავრცელებული: ქრისტიანობა (კათოლიკები, სირიელები და ასირიელები), იუდაიზმი (ზოგიერთი ებრაელი, 25 000 ქურთი ემიგრირებულია ისრაელიდან აშშ-ში 1950 წელს) და ასევე იეზიდიზმი ერაყში.
 
== არსებობს თუ არა რეალური ქურთისტანი ==
ხაზი 47:
ქურთებმა სხვა მრავალ ეროვნულ ღირებულებებთან ერთად შეინარჩუნეს ტრადიციები და ადათწესებიც. რა თქმა უნდა, საზოგადოების მიერ ტენდეციების მიყოლა, უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მრავალი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას ტრადიციებზე და დღეს ისინი სახეცვლილად არის ჩამოყალიბებული.
 
ქურთების  ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. იეზიდიეზიდი ქალების ჩაცმულობა შედგებოდა მრავალი კაბისა და მონეტებისგან. იეზიდურიეზიდური ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ატრიბუტი თავსაბურავი ქოფია იყო, (საქართველოში ანალოგიურ თავსაბურავს ჩიხტი-კოპი ჰქვია) ქოფია ათასობით მონეტითა და მძივით იყო მორთული. ხოლო მამაკაცების ჩაცმულობა შედგებოდა შარვლისგან, რომელიც ძალიან განიერი უნდა ყოფილიყო და პერანგისგან რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღია ფერის, ასევე მათ ჩაცმულობაში შედიოდა ჟილეტი.
 
ქურთ-იეზიდებსეზიდებს (რომელიც ამ ეთნიკური ჯგუფის განშტოებაა) არც ისე ბევრი მარხვა და დღესასწაული შემორჩათ.
 
დეკემბერში იეზიდებიეზიდები 3 დღიან მარხვას იცავენ, რომელსაც ''roje ezdi'' ჰქვია.
 
ასევე 3 დღიან მარხვას იცავენ თებერვალში, რომელსაც ''roje xrnave'' ჰქვია, ამ მარხვის დროს იეზიდიეზიდი ახალგაზრდები მკითხაობენ და მიირთმევენ მლაშე ღვეზელს, რათა გაიგონ თუ ვინ გაბედნიერდება მომდევნო წელს.
 
იეზიდებისეზიდების ოჯახში, ყოველი წლის მარტის მესამე ოთხშაბათს დიასახლისი აცხობს ქადის მსგავს ნამცხვარს, სადაც მონეტას ან მძივს ათავსებს. შემდეგ დილას ოჯახის ყველა წევრი იკრიბება და ოჯახის ყველაზე უფროსი მამაკაცი იძახის ''xata jot'' და ნახევრად ჭრის კლოჭს. შემდეგ ერთ მხარეს 6 ნაწილად ჭრის და ანგელოზებს უძღვნიან წილებს, მეორე ნაწილს ჭრიან ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, ის ვისაც შეხვდება მონეტა ან მძივი ოჯახის მეკვლე ისაა და ბედნიერი წელი იქნება.
 
არის დღე რომელსაც ''mazali'' ჰქვია. ამ დღეს მთელი იეზიდხანაეზიდხანა მიდის სასაფლაოზე საკუთარი მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად. ''mazalis'' დღე როგორც წესი ივნისის მე-3 ხუთშაბათსაა.
 
იეზიდებიეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზს ''malake taus'', რომელიც ფარშევანგის სახით ჰყავთ წარმოდგენილი; აგრეთვე თაყვანს სცემენ ''shams'' რომელის მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს.
იეზიდების ერთ-ერთი საკულტო ნაგებობაა ''laleshi''. იგი იეზიდთაეზიდთა წმინდა ტაძარი და ლოცვისა და აღსარების ადგილია. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში. ლეგენდის მიხედვით, ტაძარი აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა ''malake taus''. 
 
ბევრი რიტუალისა და დღესასწაულებისათვის სპეციალურად განკუთვნილ ლოცვებში ხშირად ჟღერს სიტყვა ''shams''. სრულიად იეზიდების ''iezidxana'' საზოგადოება იყოფა სამ კასტად: შეიხები, ფირები და მრიდები. თითოეული კასტა იყოფა მრავალ ტომებად. თითოეულ კასტას თავისი მოვალეობა აქვს. ამ კასტებს შორის აუცილებელია თანამშრომლობა, მაგრამ მათ ერთმანეთის დანიშვნის უფლება არ აქვთ.
ხაზი 69:
'''ფირები:''' ფირებიც მეორე რანგის სულიერი პირები არიან. ისინი შეიხებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ. ფირები არიან: ასმანამი, ისებია, ომალხალი, მამეშვანი და ა.შ.
 
'''მრიდები:''' მრიდები არ არიან სასულიერო პირები, სწორედ აქედან იღებს ფუძეს სიტყვა ''mridi'' რაც ძველ იეზიდთაეზიდთა დიალექტზე ''kurmanj'' მოწაფეს ნიშნავს. მრიდები უმეტესობას შეადგენენ. ყველა მრიდს ჰყავს თავისი შეიხი და ფირი, მრიდხანეს ასეული ტომი შეადგენს. მათგან ყველაზე მეტნი არიან: სიპკი, ბალი, მანდიკი და ა.შ.
 
ამ სამი კასტის არევა ყოვლად დაუშვებელია ქორწინებაში. შეიხმა შეიხთან უნდა შექმნას ოჯახი, ფირმა ფირთან და მრიდმა მრიდთან.
 
რაც შეეხება საქორწილო რიტუალს: იეზიდებშიეზიდებში საქორწინო გარიგება დღემდე მიღებული ტრადიციაა, რომელიც როგორც წესი ქალიშვილის ოჯახში ხდება. თავდაპირველად ვაჟის მხრიდან სტუმრობენ მთხოვნელები, ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები 3-4 კაცი (მამაკაცებიც და ქალებიც). ქალიშვილის მოწონების შემთხვევაში, სტუმრები მასპინძელს უთახმდებიან სასიძო საცოლესთან და მის მშობლებთან გაცნობის თარიღზე. გაცნობის შემდეგ, თუ სასიძო თანახმაა შეირთოს ქალი, ვაჟის მშობლები ხელს სთხოვენ ქალის მშობლებს. წესისამებრ, საპატარძლოს მშობლები ცოტა დროს ითხოვენ, ოჯახში მოსათათბირებლად, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა საპატარძლოზეა. ქალიშვილის მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასიძოს მხარე, საპატარძლოს უკეთებს თითზე ბეჭედს (ბელგას) და იწყება მზადება ნიშნობისთვის; ნიშნობაც საპატარძლოს ოჯახში ხდება, სადღესასწაულო სუფრისა და მუსიკის თანხლებით, რომელსაც სასიძოს და მის მშობლებთან ერთად უახლოესი ნათესავები და მეგობრები ესწრებიან. სასიძოს მხარე საჩუქრებს გადასცემს საპატარძლოს ოჯახის წევრებს - დედა, მამა, და, ძმა და ა.შ. რის შემდეგაც, სტუმრების თანდასწრების აცხადებენ ქალ-ვაჟის ნიშნობას. ადათის მიხედვით, ამ დროს ქალიშვილს უკეთებენ ''shara buke'' ე.ი. საპატარძლოს თავსაფარს, ასევე საპატარძლოს უკეთებენ მთავარ ნიშნობის ბეჭედს ''gustilka nishane'', რომელიც ქალიშვილის ოფიციალური დანიშვნის მაუწყებელია. ასევე საპატარძლოს უკეთებენ ბეჭედს, სამაჯურს, ძეწკვს. ეს იმის აღსანიშნავად რომ სასიძოს უფლება აქვს ესტუმროს საცოლეს (რია ვაკირნე). ცერემონიის შემდეგ ქალიშვილის მშობლებიდან ძირითადად მამა აწარმოებს მოლაპარაკებას სასიძოს მშობლებთან გამოსასყიდის (კალანის) შესახებ.
 
რაც შეეხება ქორწილს, იეზიდთაეზიდთა ქორწილი საკმაოდ მხიარულია და მრავალფეროვანია, როგორც საპატარძლოს ასევე სასიძოს მხრიდან იწყებენ მზადებას ქორწილისათვის, ქორწილის წინა დღეს სტუმრების ნაწილი სასიძოს მხრიდან იკრიბება მის სახლში და ემზადება ქორწილისათვის, ამ დროს ახალგაზრდობა ეხმარება მეჯვარეს (ბრაზავა), რათა მორთონ ხის ტოტი (დარა მრაზა) კანფეტებით, ხილით და ფულით, რომელიც ბარაქის, კეთილდღეობისა და ბედნიერების სიმბოლოა და ტრადიციულად იეზიდების საყვარელ ცეკვის (გოვანდის) თანხლებით მიმდინარეობს. ამ დროს საპატარძლოს ოჯახში ამზადებენ მზითვებს. მზითევი ითვალისწინებს ყველა საჭირო ნივთს ახალშექმნილი ოჯახისთვის. ხოლო ქორწილის დღეს სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, პატარძლის წაყვანამდე, აუცილებლად მისი ძმა ან ნათესავი ბიჭი, მას წელზე სამჯერ შემოახვევს ბაფთას: პირველი გულისხმობს კეთილდღეობის ჩასახვას, მეორე სიკეთის დანერგვას, მესამე კი კეთილ საქმეს. ამას გარდა სასიძო ვალდებულია გამოისყიდოს ''balgie buke'' ანუ საპატარძლოს ბალიში, სარძლოს ძმისგან ან ნათესავი ბიჭისგან, ძირითადად დღეისდღეისობით ბალიშს გამოსასყიდის გარეშე აძლევენ ანუ ჩუქნიან სასიძოს და მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ სასიძოს უფლება ეძლევა წაიყვანოს პატარძალი სახლიდან, მეფე-პატარძალი დოლისა და ზურნის მუსიკის თანხლებით მიაცილებენ სიძის სახლში. ახალდაქორწინებულებს ეგებება დედამთილი ტკბილეულით სავსე ლანგრით ხელში და თავზე აყრის მეფე-პატარძალს, ხოლო ამის შემდეგ სასიძო უნდა ავიდეს სახლის მეორე სართულზე და იქიდან ესროლოს პატარძალს თავში სამი ვაშლი, პირველი ვაშლი ნიშნავს უბიწოებას, მეორე ნიშნავს ბედნიერებას, ხოლო მესამე ნიშნავს გამრავლებას, ამის შემდეგ სიძემ უნდა დაბერტყოს ხის ტოტი, ხოლო შემდეგ დედამთილი მეფე-პატარძალს მხრებზე ადებს ლავაშს, რომელიც ოჯახის კეთილდღეობასა და მშვიდობას ნიშნავს. შემდეგ სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას, მეფე-პატარძალიმა ერთდროულად უნდა გატეხონ წინასწარ გამზადებული თეფში. ქორწილის მსვლელობისას სასიძოს ოჯახი აგზავნის ნათესავს რათა მოიყვანოს საპატარძლოს მშობლები. ქორწილის დროს მიმდინარეობს ე.წ. ხნის დარიგება. ხნას მოაქვს ბედნიერება, ახალდდაქორწინებულ და ახალგაზრდებსაც ბედნიერებას მოუტანს, ეს ადათ-წესი ძალიან ძველია. ადათწესის თანახმად ამ ლანგარს დაატარებს ბიჭის ნათესავი, უფრო ხშირად კი სიძის და.
 
მსგავსად ''dara mrazas'' შესრულების დროს ქვრივს კატეგორიულად ეკრძალება მონაწილეობა ამ ადათის შესრულებაში. როდესაც ხნის სავსე თეფშიან ლანგარს მიართმევენ სტუმარს, მან თეფშში უნდა ჩაყოს ნეკის თითი და ამასთან ერთად ლანგარზე უნდა დადოს გარკვეული რაოდენობის თანხისა. ეს იმ გოგოსთვისაა განწესებული, ვინც ხნას დაატარებს.
ხაზი 83:
= განსახლება =
=== თურქეთში ===
ქურთების ეთნიკური  ტერიტორიების ყველაზე დიდი მასივი განსახლებულია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის რეგიონში. ცალკეული განსახლებები ასევე გვხვდება მთელ ანატოლიაში. მსხვილი ქურთული დიასპორები ასევეა ქვეყნის დასავლეთის დიდ ქალაქებში. ექსპერტის შეფასებები მეტყველებენ ქვეყნის მოსახლეობის 20-23 %-ზე, რამაც შეიძლება შეადგინოს 16–20 მილიონამდე ადამიანი. მათ რიცხვში შედიან ჩრდილოეთის ქურთები - ქურმანჯი. ასევე ქურთების ძირითადი მოსახლეობაა ზაზას ხალხი. დიდი რაოდენობით გვხვდება თურქულად მოლაპარაკე ქურთების ტომები, რომლებიც გადავიდნენ თურქულ ენაზე. ასეთი კი დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანია. თურქულ-ქურთულ ტომებში ტრადიციულად შეიმჩნევა გაუნათლებლობის ყველაზე მაღალი დონე.
 
=== ირანში ===
ხაზი 89:
 
=== სირიაში ===
ჩრდილოეთ სირიაში ცხოვრობს დაახლოებით 3,8–4 მილიონი ქურთი, ძირითადად ქურმანჯები. სირიაში ქურთების რაოდენობა შეადგენს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს. სირიის ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ ქალაქებში - კამიშლი, კობანი, დერიკა და სხვა.
 
დღეს ქურთები ითვლიან არანაკლებ 30 მილიონ ადამიანს. ქურთების უმრავლესობა განსასხლებულია ქურთისტანის რეგიონში. თითქმის 2,5 მილიონი ქურთი გაბნეულია ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მათ შექმნეს უძლიერესი და ორგანიზებული სათვისტომოები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქურთები“-დან