არმაზციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 2:
{{მმ*|ქართლი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Armazi tadzari.jpg|thumb|ექვს–აფსიდიანი წარმართული ტაძრის ნაშთი, არმაზციხე]]
'''არმაზციხე''', ''ბაგინეთი'', ''ქართლი'' — სრულიად [[ქართლი]]ს პირველი დედაქალაქი, ძველი [[მცხეთა|მცხეთის]] შიდაციხე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. [[ლეონტი მროველი]] ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: - "ესე„ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი"ქართლი“<ref>ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, წგნ., [[ქართლის ცხოვრება]], ტ. 1, 1955, გვ. 8</ref>.
 
სახელწოდება "არმაზციხე"„არმაზციხე“ (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას [[არმაზი (ღვთაება)|არმაზს]] უკავშირდება.
 
გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. . IV - III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან).
 
არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.
 
არმაზციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, [[სტეფანოზ I]] (მთავრის) დროიდან "მცხეთას„მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა"აშენდებოდა“<ref>[[ჯუანშერი]], ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ტ., I, 1955, გვ. 223</ref> 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.
 
[[2011]] წლის 21 ოქტომბერს არმაზში ქართველმა არქეოლოგებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს უნიკალურ ხელნაკეთი ნაკეთობები აღმოაჩინეს.<ref>[http://ghn.ge/news-52824.html არმაზში ქართველმა არქეოლოგებმა უნიკალურ არქეფაქტებს მიაკვლიეს]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არმაზციხე“-დან