ვალტერ კრისტალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
1945 წლის შემდეგ ვალტერ კრისტალერმა განავითარა სივრცითი დაგეგმარების კონცეფციები კომუნისტური რეჟიმისათვის პოლონეთში. ცენტრალურ ადგილთა მოდელი იქცა სივრცით დაგეგმარებაში გერმანიის აღმშენელობის საფუძვლად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ყოველივეს კი კოორდინაციას უწევდა ქვეყანათმცოდნეობისა და სივრცითი დაგეგმარების ფედერალური უწყება, რომელსაც 60–იან წლებამდე მაინენი უდგა სათავეში.
 
ვალტერ კრისტალერის მიერ XX საუკუნის 30–იან წლებში განვითარებულ იდეას ცენტრალური ადგილების შესახებ, რომ '''საერთო ლანდშაფტში დასახლებები სივრცობრივ–ფუნქციონალური თვალსაზრისით იერარქიულ საფეხურებს ქმნიან და მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან''', დიდი რეზონანსი მოყვა სპეციალისტთა შორის. დასახლების ცენტრულობის დასადასტურებლად 9 ფუნქციონალური სფერო შეირჩა. ეს სფეროები ე.წ. კონგესციური პრინციპით უკავშირდებიან ადგილებს და ურთიერთფუნქციონირებენ. ისტორიკოსები კრისტალერის ამ თეზას 1950–იანი წლებიდან მიუბრუნდნენ და დისკუსია გააჩაღეს გვიანი შუასაუკუნეებისა და ახალი ისტორიის კონტესტში. 1973 წელს დ. დანეკემ სცადა ეს კონცეპტი შუასაუკუნეების უფრო ადრინდელ მონაკვეთებზეც მოერგო.
 
ამ მეცნიერის პრობლემატური წარსულის მიუხედავად [[გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი (DVAG) |გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირმა]] 1996 წლიდან ვალტერ კრისტალერის პრიზი ახალბედა გეოგრაფოსთათვის დააწესა.