ვალტერ კრისტალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ვალტერ კრისტალერი მეცნიერი იყო და ცდილობდა მისი იდეა ცენტრალურ ადგილთა მოდელისა ხორცშეხმულიყო (მათ შორის) პოლიტიკის დახმარებით უწოდებდა–რა მას სამხარეო დაგეგმარების ''ფიურერისეული პრინციპს''. ცენტრალურ ადგილთა მოდელის მიხედვით კი გეოგრაფიული პუნქტები იერარქიულად, უზრუნველყოფადობის მიხედვით უნდა დახარისხებულიყო. [[ობერცენტრი|ობერცენტრებს]] ირგვლივ [[მითელცენტრი|მითელცენტრების]] წრე უნდა ჰქონოდა გარშემორტყმული, ხოლო მითელცენტრები კი თავის მხრივ [[უნთერცენტრი|უნთერცენტრების]] წრით უნდა ყოფილიყო მოცული.
 
1945 წელს, ვალტერ კრისტალერი როგორც თავისუფლად მოღვაწე გეოგრაფი [[გერმანიის კომუნისტური პარტია (KPD)|გერმანიის კომუნისტური პარტიის]] წევრი გახდა, ხოლო მოგვიანებით მან [[გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტია (SPD)|გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტიაში]] გადაინაცვლა, 1950 წელს კი [[ემილ მაიენი|ემილ მაიენთან]] ერთად დააარსა [[გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი (DVAG)|გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი]].
 
1945 წლის შემდეგ ვალტერ კრისტალერმა განავითარა სივრცითი დაგეგმარების კონცეფციები კომუნისტური რეჟიმისათვის პოლონეთში. ცენტრალურ ადგილთა მოდელი იქცა სივრცით დაგეგმარებაში გერმანიის აღმშენელობის საფუძვლად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ყოველივეს კი კოორდინაციას უწევდა ქვეყანათმცოდნეობისა და სივრცითი დაგეგმარების ფედერალური უწყება, რომელსაც 60–იან წლებამდე მაინენი უდგა სათავეში.
 
ამ მეცნიერის პრობლემატური წარსულის მიუხედავად [[გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი (DVAG) |გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირმა]] 1996 წლიდან ვალტერ კრისტალერის პრიზი ახალბედა გეოგრაფოსთათვის დააწესა.