ძველი საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Location greek ancient.png|thumb|330px|ძველი ბერძნების გავლენა ძვ. წ. VI ს.-ში.]]
'''ძველი საბერძნეთი''', '''ელადა''' ([[ბერძნ.]] Hellas) — ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთს, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] [[კუნძული|კუნძულებს]], [[თრაკია|თრაკიის]] სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და [[ბერძნული კოლონიზაცია|ბერძნული კოლონიზაციის]] პერიოდში (ძვ. წ. VIII-V სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ [[იტალია|იტალიის]], აღმოსავლეთ [[სიცილია|სიცილიის]], სამხრეთ [[საფრანგეთი]]ს ტერიტორიებს, [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილოეთ სანაპიროს ([[კირენაიკა]]), [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] [[სრუტე|სრუტეებსა]] და სანაპიროებს.
 
მიუთითებს პერიოდზე [[საბერძნეთის ისტორია|ბერძნულ ისტორიაში]] კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. [[ძვ. წ. 750]]-დან ([[არქაული პერიოდი]]) [[ძვ. წ. 146]] წლამდე ([[რომის რესპუბლიკა|რომის]] მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არის მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა [[დასავლეთის ცივილიზაცია]]ს. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა [[რომის იმპერია]]ზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.
ხაზი 11:
* 1. '''ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის ხანა''' მოიცავს ძვ.წ. III-II ათ.წ. კ. [[კრეტა]]ს და [[პელოპონესი]]ს ცალკეულ ცენტრებს (მიკენი, პილოსი), [[ტროა]]ს ტერიტორიას და კიკლადებს. გვაროვნული წყობა იშლება და იქმნება ადრემონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც [[დორიელები|დორიელთა]] შემოსევამ მოსპო და მთელ საბერძნეთში კვლავ გვაროვნული წყობა დამყარდა.
* 2. '''ჰომეროსის ეპოქა''' მოიცავს ძვ. წ. XI-IX ს. ეს არის გვაროვნული წყობის ხელახალი დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის ხანა.
* 3. '''არქაულ პერიოდში''' — ძვ.წ. VIII-V სს. საბერძნეთის წამყვან ოლქებში მთავრდება მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბება, იქმნება ქალაქ-სახელმწიფოები — [[პოლისი|პოლისები]] და იწყება ე.წ. '''[[დიდი ბერძნული კოლონიზაცია''']].
* 4. '''კლასიკურ ეპოქაში''' — ძვ.წ. V-IV სს. საბერძნეთში უმაღლეს საფეხურს აღწევს მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარება, შემდეგ კი უკიდურესობამდე მწვავდება ბრძოლა ფენებს შორის. ბერძნულ პოლისებში იწყება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
* 5. '''მაკედონიის მიერ საბერძნეთის დამორჩილება''' — ძვ. წ. IV ს. II ნახევარში ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ, მისი განვითარება და ძვ. მსოფლიოს ისტორიაში ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი.