ეჟენ დელაკრუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 5:
ეჟენ დელაკრუა დაიბადა [[პარიზი]]ს გარეუბანში [[1798]] წლის [[26 აპრილი|26 აპრილს]]. ოფიციალურად მის მამად ითვლება საშუალო რანგის მოხელე შარლ დელაკრუა, თუმცა დადიოდა ჯიუტი ხმები, რომ სინამდვილეში ეჟენი ყოვლისშემძლე [[ტალეირანი, შარლ მორის დე|ტალეირანის]] უკანონო შვილი იყო.
 
ფრანგული რომანტიზმი 1820 წლის დასაწყისში აღმოცენდა, ახალი რევოლუციური აღმავობის წინაპერიოდში. ფრანგ მხატვრებს აინტერესებდათ ძლიერი და აქტიური გმირები, ღრმა განცდებისა და მგზნებარე ტემპერამენტის ადამიანები. ამ გმირებს ისინი ეძებდნენ თავიანთ თანამედროვეებს შორის, ლიტერატურაში, თავისი ქვეყნის ისტორიაში. „ბუნების, სამართლისა და შთაგონების მორჩილება“, ეს იყო რომანტიკოსების ძირითადი კანონი.
ფერწერაში ფრანგული რომანტიზმის მამამთავარი იყო ეჟენ დელაკრუა (1798-1863). ამ მხატვრის უსაზღვრო წარმოსახვის უნარმა შექმნა მთელი სამყარო მებრძოლი, ვნებათაღელვით აღსავსე სახეებისა, აქ ნახავთ სცენას დანტეს ჯოჯოხეთიდანაც, ძლიერი განცდებით შეპყრობილ გმირებს გოეთეს, შექსპირისა და ბაირონის ნაწარმოებებიდან. დელაკრუამ მრავალი აღმოსავლელის სახე შექმნა, განსაკუთრებით ალჟირელებისა და მაროკოელებისა, რომლებსაც აფრიკაში მოგზაურობისას ხვდებოდა. ტილოზე „სისხლისღვრა კუნძულ ქიოსზე“ დელაკრუამ ასახა ბერძენთა ბრძოლა თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მთელ ევროპას აღელვებდა. სურათის წინა პლანზე ტანჯულ ბერძენ ტყვეთა ჯგუფს, რომელთა შორისაა შეშლილი ქალიც, ბავშვიც მკვდარი დედის მკერდისაკენ რომ მიიწევს, მხატვარმა დაუპირისპირა დამცინავ, გულქვა ჯალათთა ფიგურები. სურათმა განაცვიფრა თანამედროვენი ადამიანური ტანჯვის ასახვის სიძლიერით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეჟენ_დელაკრუა“-დან