შვედეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
== დემოგრაფია ==
{{მთავარი|შვედეთის მოსახლეობა}}
2020 წლის აგვისტოსნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10 367 232,380,245 ადამიანის ტოლია.<ref name="population" /> 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა.<ref>{{cite web|url=https://sverigesradio.se/sida/artikel.aspx?programid=2054&artikel=6610701|title=Swedish population hits 10-million mark - Radio Sweden|last=|first=|website=sverigesradio.se|language=ინგლისური|access-date=19 სექტემბერი 2019}}</ref><ref>{{cite web|url=https://www.thelocal.se/20170120/swedens-population-reaches-historic-ten-million-milestone|title=Sweden's population reaches historic ten million milestone|date=20 იანვარი 2017|website=www.thelocal.se|language=ინგლისური|access-date=19 სექტემბერი 2019}}</ref>მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ [[შვედები]]. შვედეთი, რომელიც 1980-იან წლებში ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანა იყო, [[გლობალიზაცია|გლობალიზაციის]] პარალელურად სულ უფრო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ხდება. დღესდღეობით ქვეყნის ყოველ მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ.<ref>{{cite web |url=http://www.statistikdatabasen.scb.se/pxweb/en/ssd/?rxid=86abd797-7854-4564-9150-c9b06ae3ab07 |title=Statistical database|work=შვედეთის სტატისტიკის სამსახური |date=8 ივნისი 2017 |access-date=11 ივლისი 2017 |archive-url=https://web.archive.org/web/20170712140211/http://www.statistikdatabasen.scb.se/pxweb/en/ssd/?rxid=86abd797-7854-4564-9150-c9b06ae3ab07 |archive-date=12 ივლისი 2017 |url-status=live }}</ref> მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობებია [[საამები]] და [[ფინელები]].
 
მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 22,5 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის [[მეტროპოლია]] 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის [[გეტებორგი]] და [[მალმე]]. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. [[სკონე (ლენი)|სკონეს]] დასავლეთ ნაწილში, [[ერესუნის სრუტე|ერესუნის სრუტის]] გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და [[უფსალა]]ს გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.