ბიოწარმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 14:
დღეისათვის ორგანული სოფლის მეურნეობა მსოფლიოს 170 ქვეყანაში მოიცავს 70 მილიონ ჰექტარ ფართობს. [[ავსტრალია]]ში ეს ფართობები 12,5 მილიონ ჰექტარს შეადგენს; [[ევროპა]]ში 12, აშშ 2,3, [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] 7,[[ აზია]]ში 3,3, [[აფრიკა]]ში 1,2 მილიონი ჰექტარი. მსოფლიოში ორ მილიონამდე სერთიფიცირებული ბიოფერმერია, რომლის 80 % განვითარებად ქვეყნებზე მოდის: [[ინდოეთი|ინდოეთში]] 600 ათასზე მეტი ასეთი ფერმერია, [[უგანდა]]ში 190 ათასი, [[მექსიკა]]ში 170 ათასი, [[ტანზანია]]ში 150 ათასი, ხოლო თურქეთში 60 ათასამდე ბიოფერმერი.
 
ბიოპროდუქციას ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნები მოიხმარენ. ამ მიმართულებით გლობალური ბაზარი დაახლოებით 25 მილიარდი [[აშშ დოლარი]]ს ღირებულებისაა, რომლის ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, დაახლოებით ნახევარი ევროპულ ქვეყნებზე. მხოლოდ 3% ნაწილდება დანარჩენ ქვეყნებზე. FIBL-ის მონაცემების მიხედვით 2017 წელს ორგანული პროდუქტების გაყიდვების მოცულობამ ევროპის ქვეყნებში შეადგინა 37,3 მილიარდი ევრო.<ref name="fibl">[{{Cite web |url=http://www.fibl.org/en/homepage.html |title=FIBL-ის ოფიციალური საიტი] |accessdate=2019-10-04 |archiveurl=https://web.archive.org/web/20190924152214/https://www.fibl.org/en/homepage.html |archivedate=2019-09-24 }}</ref> Ecovia Intelligence-ის კვლევის მიხედვით, [[2017|2017 წლიდან]] ბიოპროდუქტების ბაზარი 6%-ით გაიზარდა.<ref name="ecova">[http://www.ecoviaint.com/ Ecovia Intelligence-ის ოფიციალური საიტი]</ref>
==ბიოპროდუქტების ბაზარი საქართველოში==
2017 წლის მონაცემებით, [[საქართველო]]ში ბიოწარმოებისათვის 2 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი იყო გამოყოფილი. საქართველოდან [[2016]] წელს ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 405 ტონა ორგანული პროდუქტი. ქართული ბიო პროდუქტის ძირითადი ბაზარი არის გერმანია. საქართველოში ბიოწარმოების სერტიფიკატი აქვს 12 საწარმოს/მეწარმეს, ხოლო დანარჩენი 36 სერტიფიცირების პროცესშია (გარდამავალი პერიოდი). საქართველოს კანონით „ბიოწარმოების შესახებ“ ბიოწარმოების სერტიფიკატი არის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, რომ სურსათი/ცხოველის საკვები, პირველადი წარმოების პროდუქტი, შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.<ref name="მაცნე" /> საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პერსპექტიულ ბიოდარგებად მიიჩნევა ბიოღვინისა და ბიოჩაის წარმოება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოწარმოება“-დან