ატმის ბუგრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ატმის ბუგრი''', ''ატმის მწვანე ბუგრი'',<ref>{{ქსე|1|665||არა}}</ref> ''თამბაქოს ბუგრი'' ({{lang-la|Myzus persicae}}) — მავნე [[მწერი]] [[ბუგრისებრნი|ბუგრისებრთა]] [[ოჯახი|ოჯახისა]]. [[მცენარე]]თა მავნებელია, თუმცა გარდა მათი დაზიანებისა, ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს. [[საქართველო]]ში იგი სახლობს [[ატამი|ატამზე]], [[გარგარი|გარგარზე]], [[ალუბალი|ალუბალზე]], [[ბალი|ბალზე]], [[ლეღვი|ლეღვზე]], [[მსხალი|მსხალზე]], [[თამბაქო]]ზე, [[კარტოფილი|კარტოფილზე]], [[ჭარხალი|ჭარხალზე]] და სხვა. ამ კულტურებს თითქმის ყველა მწვანე ორგანოს უზიანებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყება მატლების გამოჩეკვა, რომლებიც ამ კულტურის ფოთლებით და ყლორტებით იკვებებიან და 3–4 უფრთო პართენოგენურ თაობას იძლევიან. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე გადადიან, იქ შემოდგომამდე რჩებიან და მრავლდებიან. მწერის ცხოვრებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის [[ფოთოლი|ფოთლის]] მდებარეობას, რითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ატმის ბუგრი მიგრირებს კურკოვანი კულტურებიდან ბალახოვნებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომლებიც ამ დრიოსათვის მისი კვებისა და გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელია. ბუგრი [[აღმოსავლეთ საქართველო]]ში, ზაფხულთან შედარებით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე უფრო ინტენსიურად მრავლდება. [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე კი პირიქით — ბუგრის განვითარებისა და გამრავლებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზაფხული, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი.<ref>{{წიგნი | ავტორი=ლობჟანიძე მზაღო | ავტორი2= ტყებუჩავა ზაირა | სათაური=სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები | ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6600/1/Sasoflo_sameurneo_Kultura.pdf | ადგილი= თბ. | გამომცემლობა=საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი | წელი=2009 | გვერდები=23–24}}</ref>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ბუგრისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატმის_ბუგრი“-დან