ატმის ბუგრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ატმის ბუგრი''', ''ატმის მწვანე ბუგრი'', ''თამბაქოს ბუგრი'' (Myzus persicae) — მავნე მწერი ბუგრისებრთა ოჯახია. მცენარეთა მავნებელია, თუმცა გარდა მათი დაზიანებისა, ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს. საქართველოში იგი სახლობს ატამზე, გარგარზე, ალუბალზე, ბალზე, ლეღვზე, მსხალზე, თამბაქოზე, კარტოფილზე, ჭარხალზე და სხვა. ამ კულტურებს თითქმის ყველა მწვანე ორგანოს უზიანებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყება მატლების გამოჩეკვა, რომლებიც ამ კულტურის ფოთლებით და ყლორტებით იკვებებიან და 3–4 უფრთო პართენოგენურ თაობას იძლევიან. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე გადადიან, იქ შემოდგომამდე რჩებიან და მრავლდებიან. ბუგრის ცხოვრებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის ფოთლის მდებარეობას, რითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ატმის ბუგრი მიგრირებს კურკოვანი კულტურებიდან ბალახოვნებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომლებიც ამ დრიოსათვის მისი კვებისა და გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელია. ბუგრი აღმოსავლეთ საქართველოში, ზაფხულთან შედარებით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე უფრო ინტენსიურად მრავლდება. შავი ზღვის სანაპიროზე კი პირიქით — ზაფხული, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, ბუგრის განვითარებისა და გამრავლებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატმის_ბუგრი“-დან