მასონობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Square compasses.png|right|thumb|250px|თავისუფალი ქვისმთლელების სიმბოლო]]
[[ფაილი:Square and Compasses at Masonic Memorial 2.jpg|thumb|250px|ეროვნული მასონური მემორიალი, [[ჯორჯ ვაშინგტონის ბაღი]]]]
'''მასონობა''', '''ფრანკმასონობა''' ({{lang-fr|franc-maçonnerie}}, {{lang-en|Freemasonry}}) — რელიგიურ ეთიკური მოძრაობა, რომელიც აღმოჩენდა XVIII საუკუნის ინგლისში და შემდეგ გავრცელდა სხვა ქვეყნებში. მასონები გაერთიანებულნი იყვნენ ძმობის, სიყვარულის, თანასწორობის და ურთიერთდახმარების პრინცპების საფუძველზე. მასონობაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყო [[ანტიკლერიკალიზმისა]] და რელიგიური მისტიციზმის იდეები. მასონები უარყოფენ საეკლესიო დოგმებსა და კულტს, მაგრამ [[დეიზმი|დეისტების]] მსგავსად თაყვანს სცემენ [[ღმერთი|ღმერთს]]. დღესდღეობით მსოფლიოში 6 მილიონამდე მასონია.
==ისტორია==
[[ფაილი:Goose and Gridiron.jpg|ტავერნა „Goose and Gridiron“ ლონდონში, სადაც დაარსდა პირველი დიდი მასონური ლოჟა|right|thumb]]
[[1717]] წლის 24 ივლისს შეიქმნა პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში. ლონდონლემა მქადაგებელმა ჯეიმს ანდერსონმა შეადგინა მისი „წესდებათა წიგნი“. მისი მიხედვით მასონს მხარი უნდა დაეჭირა საერო ხელისუფლებისთვის, მონაწილეობა არ უნდა მიეღო პოლიტიკურ მოძრაობებში. მასონებმა საკუთარ მოძღვრებაში შეიტანეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]], [[იუდაიზმი]]ს და სხვა რელიგიათა ელემენტები. მასონებმა სახელწოდება, ორგანიზაციული ფორმები (ლოჟა), იერარქია (შეგირდი, ქარგალი, ოსტატი, დიდოსტატი), სიმბოლოები (ფარგალი, ჩაქუჩი, შვეული, წინსაფარი, ხელთათმანი) ისესხეს [[შუა საუკუნეები]]ს მშენებელ-კალატოზთა, განსაკუთრებით კი მათი ზედაფენების, არქიტექტორების, მოქანდაკეებისა და მხატვრების, [[ამქარი|ამქრული]] გაერთიანებების პრაქტიკებისგან. [[ევროპა]]ში მასონობამ თანდათან [[არისტოკრატი]]ული ხასიათი მიიღო, მასში გაძლიერდა მისტიცისტური ელემენტები, რომელმაც შეცვალა ადრინდელი მასონების რაციონალისტური სული და მისწრაფება — დაეკავშირებინა მასონობა შუასაუკუნოებრივ რაიდნულ და მისტიკურ ორდენებთან ([[ტამპლიერები]], [[როზენკროიცერები]] და სხვა.). მასონების ადრინდელი მარტივი იერარქია შეიცვალა უფრო რთულით. 1730-იანი წლებიდან მასონობამ ფეხი მოიკიდა [[რუსეთის იმპერია]]ში. რუსეთში მასონობა წარმოადგენდა იმპერატორის ხელისუფლებისადმი [[თავადაზნაურობა|თავადაზნაურობის]] ოპოზიციის ერთ-ერთ ფორმას. 1776 წელს ბავარიაში [[ადამ ვაისჰაუპტი|ადამ ვაისჰაუპტმა]] სცადა მასონობის გადაქცევა საიდუმლო საგანმანათლებლო ორგანიზაციად. 1792 წელს მასონობა აიკრძალა რუსეთში. [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I]]-მა შეწყვიტა მასონების დევნა, [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]] კი ცდილობდა მასონები საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში მასონები რუსეთში დაუახლოვდნენ [[დეკაბრისტთა აჯანყება|დეკაბრისტებს]]. 1822 წელს რუსეთის იმპერიაში მასონობა ხელახლა აიკრძალა. XIX საუკუნის დასაწყისში [[იტალია]]სა და [[პოლონეთი|პოლონეთში]] შეეცადნენ მასოანობა გამოეყენებინათ რევოლუციური მოძრაობების კონსპირაციული საჭიროებებისთვის.
==ორგანიზაცია==
მასონები ერთმანეთს ძმებს უწოდებენ, ერთიანდებიან „ლოჟად“ წოდებულ ორგანიზაციებში. ლოჟების გაერთიანება ქმნის „დიდ ლოჟას“, რომლის სათავეში დგას დიდი მაგისტრი. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.
== რელიგიების დამოკიდებულება მასონობისადმი==
მასონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ [[რომის პაპი|რომის პაპები]]. 1738 წელს რომის პაპმა [[კლემენტ XII]]-მ გამოსცა მასონების საწინააღმდეგო ბულა, კათოლიკე მასონები განკვეთილ იქნენ ეკლესიიდან. 1983 წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის<ref>[http://www.vatican.va/roman_curia/congregations/cfaith/documents/rc_con_cfaith_doc_19831126_declaration-masonic_en.html DECLARATION ON MASONIC ASSOCIATIONS]</ref>.
მასონობის აკრძალვებით გამოირჩევა [[ისლამი]].<ref>{{en icon}} selon l'article de C.Layiktez, [http://www.freemasons-freemasonry.com/layiktez1.html ''Freemasonry in islamic world'']</ref> მუსლიმებს ეკრძალებათ მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება.<ref name=" The Study of Freemasonry as a New Academic Discipline">http://www.freemasons-freemasonry.com/prescott03.html</ref>.
==მასონობა საქართველოში==
საქართველოს დიდი ლოჟა გაიხსნა 2015 წლის მარტში, მასში ოთხი ლოჟაა გაერთიანებული<ref>[http://www.aafm.ge] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20160114005243/http://www.aafm.ge/ |date=2016-01-14 }}</ref>
[[ფაილი:Freemasons.hall.london.arp.750pix.jpg|ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების სასახლე, [[ლონდონი]]|right|thumb]]
== ცნობილი მასონები==
*[[გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი]]
*[[გოეთე]]
*[[ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი]]
*[[ჯორჯ ვაშინგტონი]]
*[[აბრაამ ლინკოლნი]]
*[[ალექსანდრე პუშკინი]]
*[[უინსტონ ჩერჩილი]]
== ლიტერატურა==
{{ქსე|6|484}}
*{{წიგნი|სათაური=სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი|ადგილი=თბილისი|გამომცემლობა=ლოგოს-პრესი|წელი=2004|ბმული=http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5080|isbn=99928-926-9-2}}
{{ბრიტანიკა|order-of-Freemasons}}
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commonscat|Freemasonry}}
*[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6396 მასონობა] Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი
*[http://www.glnf.fr/ საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟის საიტი] {{fr icon}}
*{{facebook|https://www.facebook.com/Georgian.FreeMasons/|ქართული მასონური ორდენის საინფორმაციო გვერდი}}
== სქოლიო ==
Line 197 ⟶ 44:
[[კატეგორია:მასონობა| ]]
|