პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
არაფერი
ხაზი 30:
'''პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა''' განხორციელდა [[1095]] წელს [[რომის პაპი]] [[ურბან II]]-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი [[იერუსალიმი]]სა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ [[საფრანგეთი]]ს [[რაინდები|რაინდებს]] გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი [[დასავლეთ ევროპა|დასავლეთ ევროპის]] სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და [[1099]] წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა [[იერუსალიმის სამეფო]] და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
 
== მიზეზები რადგან >0 ==
[[ფაილი:Age of Caliphs.png|მინი|left|350პქ|მდგომარეობა [[შუა აღმოსავლეთი|შუა აღმოსავლეთში]]]]
1095 წელს [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორმა [[ალექსი I კომნენოსი|ალექსი I]]-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა იმპერია]] ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი [[ნიკეა]] იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლთან]], ბიზანტიის დედაქალაქთან. [[თურქები]] ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, [[ანატოლია]]ს (თანამედროვე [[თურქეთი]]ს ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა [[ევროპა]]ში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისთვის იქ უამრავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] შემოსავლების საგრძნობი ზრდა.