ლაკლაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| არეალის ლეგენდა = {{ლეგენდა|#35AC35|გამრავლება}}{{ლეგენდა|#5087C3|გამოზამთრება}}{{ლეგენდა-ხაზი|red solid 2px|მიგრაციის მარშრუტები}}
}}
'''ლაკლაკი''',<ref>{{ქსე|10|631|ჟორდანია რ.|არა}}</ref><ref name="ფნტ" /> ''თეთრი ყარყატი'',<ref name="კოლხეთი" /><ref>[[http://ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, საქართველოს მთავრობაgov.ge/files/382_39879_248687_231.pdf ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, ''საქართველოს მთავრობა'']</ref> ''ყარყატი''<ref name="ფნტ">{{ფნტ|7, 164, 192}}</ref> ({{lang-la|Ciconia ciconia}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 [[სმ]], ფრთების შლილი 155–165 სმ,<ref name="კოლხეთი" /> მასა 4 [[კგ]]-მდე.<ref name="БРЭ" /> სხეული შეფერილია მთლიანად თეთრად, შავი მომქნევი [[ბუმბული|ბუმბულები]] მკვეთრადაა მისგან გამიჯნული. ზრდასრულს აქვს წითელი [[ნისკარტი]] და ფეხები, წლევანდულას — მონაცრისფრო-ვარდისფერი.<ref name="კოლხეთი" /> შიშველი ადგილები თვალის გარშემო და ნიკაპზე შავია. კისერი გრძელი და მოქნილია, ნისკარტი სწორი და მახვილი, ფეხები გრძელი. დედალი მამალზე პატარაა. გავრცელებულია [[ევროპა|ევროპის]] ზომიერ და სამხრეთ ოლქებში, ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ში, [[წინა აზია]]ში და [[შუა აზია|შუა აზიის]] ნაწილში. იზამთრებს [[აფრიკა]]ში, სამხრეთ [[ერაყი|ერაყში]], [[ირანი|ირანსა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]].<ref name="БРЭ" /> [[საქართველო]]ში გვხვდება მიმოფრენისას,<ref name="კოლხეთი" /><ref name="Птицы Грузии" /> აგრეთვე მცირე რაოდენობით ბუდობს ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში — [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], კერძოდ [[ახალქალაქის პლატო|ახალქალაქის]] და [[გომარეთის პლატო|გომარეთის ვაკეზე]], [[წალკის ქვაბული|წალკის პლატოზე]], [[აბულის ქედი|აბულის]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯახახეთის ქედების]] ფერდობებზე. ბუდეები განლაგებულია [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1250–2400 მ-ზე. ყოველწლიურად 50–70 წყვილია შემჩნეული.<ref name="biodiversity" /> მიგრირებს საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე (სადაც კონვექციური ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადებია), თავს არიდებს წყლის დიდ სივრცეებს.<ref name="БРЭ" /> ფრენის დროს კისერი და ფეხები გარეთ გამოწეულია. გაზაფხულზე გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცანის მსგავს ხმებს.<ref name="Птицы Грузии" /> უპირატესობას ანიჭებს ღია, ცალკეულხეებიან ლანდშაფტებს,<ref name="Птицы Грузии" /> ბინადრობს [[ტბა|ტბებისა]] და [[მდინარე]]ების წყალმარჩხ ადგილებში, [[ჭაობი|ჭაობებში]], ნესტიან მდელოებსა და მინდვრებში; ხშირად სახლობს ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. იკვებება მცირე ზომის [[ამფიბიები]]თ, [[ქვეწარმავლები]]თ, [[უხერხემლოები]]თ, [[თევზი]]თ, [[მღრღნელები]]თ, [[ფრინველები|ფრინველთა]] კვერცხებითა და ბარტყებით. ცხოვრობენ წყვილებად, მიმოფრენისას გუნდებად იკრიბებიან. [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველია, განსაკუთრებით კონსერვატიული კი ბუდობის ადგილის შერჩევისას.<ref name="БРЭ" /> თუმცა, თუკი დედალი გამოზამთრების ადგილიდან დაბრუნებას დაიგვიანებს, მამალმა შეიძლება ახალი მეწყვილე მოიყვანოს ბუდობის ადგილზე, წინა მეწყვილის დაბრუნების შემთხვევაში კი სასტიკი ორთაბრძოლა იმართება დედლებს შორის.<ref name="птицы" /> მასიურ (1 [[მეტრი]]ს სიმაღლისა და 1,5 მეტრის დიამეტრის) ბუდეს ტოტებისაგან აგებს ხის ვარჯზე, კლდის საფეხურებზე, სახლის სახურავებზე, სპეციალურად განთავსებულ თვლებსა და ბაქნებზე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე.<ref name="БРЭ" /> აპრილში დებს 2–6 (ძირითადად 3–5) თეთრ კვერცხს;<ref name="Птицы Грузии" /> კრუხობს ორივე მშობელი.<ref name="БРЭ" />
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაკლაკი“-დან