ფირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Firn field on the top of Säuleck.jpg|მინი|ფირნის ველი ([[ავსტრია]]).]]
[[ფაილი:Firn ss 2006.jpg|მინი|ფირნი]]
'''ფირნი''' ({{lang-de|Firn}} < ძვ. ზემო გერმ. firni — შარშანდელი, ძველი)<ref>[https://www.britannica.com/science/firn Firn | Encyclopedia Britannica]</ref> — მარცვლოვანი [[ყინული]], რომელიც წარმოიშობა [[თოვლი]]ს გადაკრისტალებისა და მისი დნობით წარმოქმნილი წყლის თოვლის ფენებში ჩაჟონვით და ჩაყინვით, წყლის [[ორთქლი]]ს გადაკრისტალებისა და [[სუბლიმაცია|სუბლიმაციის]] შედეგად. თოვლის ზედა ფენების სიმძიმით ფირნი თანდათნ გარდაიქმნება [[ყინული|ყინულად]].<ref>გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.</ref>
 
ფირნი წარმოიქმნება მთიან მხარეებში, [[თოვლის მიჯნა|თოვლის მიჯნის]] ზემოთ, და პოლარულ ქვეყნებში, სადაც [[ატმოსფერული ნალექები]] უმთავრესად [[თოვლი]]ს სახით მოდის და [[ზაფხული]]ს განმავლობაში გადნობას ვერ ასწრებს. ფირნის სიმკვრივე 450-იდან 800 კგ/მ³-მდე მერყეობს. თოვლი ფირნად გადაიქცევა [[მზის რადიაცია|მზის რადიაციის]], [[ლეღმა|ლეღმის]], [[წყლის ორთქლი]]ს გადაკრისტალებისა და სუბლიმაციის შედეგად. ფირნსა და ყინულს გააჩნიათ სხვადასხვა კრისტალური სტრუქტურა, მარცვლების ორიენტირი და ზომები.<ref name="bigenc" />
 
განასხვავებენ ინფილტრაციულ ფირნს, რომელიც წარმოიქმნება თოვლში [[წყალი|წყლის]] განმეორებითი გაყინვის შედეგად, რომელსაც თან სდევს ჩამოწოლა და გადაკრისტალება, რეჟელაციური ფირნი, რომელიც ყალიბდება დამრგვალების, კრებსითი გადაკრისტალებისა და ჩამოწოლის შედეგად და რეკრისტალიზაციური ფირნი, რომელიც თავის მხრივ, [[თოვლი]]ს მეტამორფიზმის შედეგად ყალიბდება [[წყალი|თხევადი წყლის]] მონაწილეობის გარეშე.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/geography/text/4714570 Фирн | Большая российская энциклопедия]</ref> ინფილტრაციულ ფირნი ჩვეულებრივ გვხვდება [[მყინვარი|მთის მყინვარების]] ფირნულ აუზებში (20–30 მ-მდე), რეჟელაციური და რეკრისტალიზაციური ფირნი ყინულსაფრების ზედა ჰორიზონტებში.<ref name="География">География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: 2006.</ref>
 
სიდიდის მიხედვით გამოიყოფა წვრილმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 1 მმ), საშუალმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 1-3 მმ) და მსხვილმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 3 მმ და მეტი) ფირნი.<ref name="География" />
 
ფირნი გროვდება ფირნის აუზში — [[მყინვარული ცირკი|მყინვარულ ცირკში]] და აწარმოებს [[მყინვარი]]ს კვებას. აღსანიშნავია, რომ [[ანტარქტიდა]]ში ფირნის სისქე 100 მ-მდეა. [[ესკიმოსები]] ფირნისგან აშენებენ საცხოვრებლის უნიკალურ ტიპს — გუმბათისებრ ქოხს — [[იგლუ]]ს.<ref>[https://ngs.ru/text/winter/2020/02/16/66497890/ На Обском море построили сотню иглу — смотрим на самые необычные]</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/208027/firn ფირნი – ბრიტანიკა] {{en}}
* [http://www.physicalgeography.net/fundamentals/10ae.html ფირნის შესახებ] {{en}}
 
==ლიტერატურა==
* Lliboutry L., Traité de glaciologie, v. 1–2, P., 1964–66.
* Калесник С. В., Очерки гляциологии, М., 1963.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:გლაციოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფირნი“-დან