მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==მოსკოვის დაწინაურება==
მოსკოვის აღზევება XIV საუკუნის პირველ ნახევარში პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთში [[მონღოლები|მონღოლ]]-[[თათრები]]ს მმართველობასთან. [[ოქროს ურდო]]მ დახარკა რუსული სამთავროები. დროდადრო მათ თავს ესხმოდნენ და არბევდნენ ურდოს ჯარები. მთავრები ოქროს ურდოს [[ყაენი]]ს თანხმობით ინიშნებოდნენ. დიდი მთავრის ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ [[ტვერი]]ს მთავრები მანამდე, სანამ ინტრიგების შედეგად მოსკოვის მთავარმა იური დანილოვიჩმა (1303-1325) არ მიიღო ტიტული ურდო ხანის ხელიდან. იური დანილოვიჩი გახდა მოსკოვის პირველი მთავარი, რომელმაც მიიღო უფლება ემართა ვლადიმირის დიდი სამთავრო. ამასთან, იური დანილოვიჩს გამარჯვება დიდხანს არ უზეიმია, რადგან იგი მალევე მოკლეს ურდოში. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მთავრის მემკვიდრეებმა შეინარჩუნეს დიდი მთავრის ტიტული, ხოლო [[ივანე კალიტა]]მ რუსულ სამთავროებში ოქროს ურდოსათის გადასაცემად ხარკის აკრეფის უფლების მოპოვებით განიმტკიცა ძალაუფლება ტახტზე. ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი მოსკოვის სამთავროს დაწინაურებისა და აღმავლობისათვის. კიდევ ერთი ფაქტორი იყო მოსკოვის მიწების განცალკევება და დაცულობა სხვა სამთავროებთან შედარებით. უღრან ტყეებში ჩაკარგულ მოსკოვში უამრავი ხალხი მოედინებოდა თავშესაფრის საძიებლად, მონღოლური ჯარებისგან თავდასაცავად. 1325 წელს [[კიევი]]სა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა პეტრემ თავისი რეზიდენცია გადაიტანა ვლადიმირი-კლიაზმიდან მოსკოვში, რის შედეგადაც მოსკოვი ასევე, დაწინაურდა სასულიერო თვალსაზრისით და იგი მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.
 
==ერთიანი რუსული სახელმწიფოს დედაქალაქი==