აზიური ფაროსანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
109.172.142.152-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 47:
 
==== საწინააღმდეგო ზომები ====
[[საქართველოს მთავრობა|საქართველოს მთავრობის]] [[2017]] წლის [[24 მარტი|24 მარტის]] განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის [[საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო|სოფლის მეურნეობის სამინისტროს]] 7 574 400 [[ლარი]] გამოეყო, დამატებით [[საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო|სურსათის ეროვნულ სააგენტოს]] თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 4 854 400 ლარი გადაერიცხა, აქედან 1 421 300 ლარი მხოლოდ [[ზუგდიდის მუნიციპალიტეტი|ზუგდიდის მუნიციპალიტეტში]] 14 ათას [[ჰექტარი|ჰექტარზე]] თხილის ფართობის დასამუშავებლად. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით უწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი უფასოდ გადაეცემა.<ref>[http://1tv.ge/ge/news/view/182905.html საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი — ყველაფერი, რაც აზიური ფაროსანას შესახებ ულსამინისტროუნდა იცოდეთ]</ref>

[[2018]] წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 მილიონი ლარით მეტს მიიღებს.<ref>[https://imedinews.ge/ge/ekonomika/34144/2018-tsels-parosanas-tsinaagmdeg-14-milioni-lari-daikharjeba imedinews.ge]</ref>
 
== სიცოცხლის ციკლი ==
ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა [[აპრილი|აპრილის]] ბოლოდან-[[მაისი|მაისში]] იწყებს დამატებით კვებას (რომელსაც გვიან შემოდგომამდე აგრძელებს) და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ — მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მწერებად — იმაგოებად. ზრდასრული ფაროსანას ზომა 12-17 [[მმ]]-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს შეფერილობით — ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლები.
 
მწერი იკვებება ფოთლის, ყლორტისა lmaooo😭 და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. [[ზამთარი|ზამთარში]] გადარჩენის მიზნით ფაროსანა სახლებში და სათავსოებში გადაადგილდება. გადაადგილებას იწყებს [[შემოდგომა|შემოდგომის]] ბოლოს, როდესაც თანდათან აცივდება. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარადებში, საწოლებში, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ერთ სახლში შესაძლოა 26 000-მა მწერმა მოიყაროს თავი. იძინებს აპრილამდე.<ref>Inkley DB, 2012. Characteristics of home invasion by the brown marmorated stink bug (Hemiptera: Pentatomidae). Journal of Entomological Science, 47(2):125–130.</ref>
 
== ლიტერატურა ==