იაპონური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
[[სურათი:Cramming school of calligraphy.jpg|thumb|კანა და კანჯი. ვარჯიში კალიგრაფიაში . კიოტო]]
 
'''იაპონური დამწერლობა''' არის [[ჩინური დამწერლობა|ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა]] და იაპონური ('''კუთხოვანი''' ([[კატაკანა]]) და '''მრგვლოვანი''' ([[ჰირაგანა]])) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული [[ჩინური დამწერლობა]] უნდა შემოეტანათ ასევე [[იაპონია]]ში. დროთა განმავლობაში [[იაპონელები|იაპონელებმა]] უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 [[იდეოგრამა|იდეოგრამით]] ([[კანჯი]]) განავრცეს. იმის გამო, რომ [[იაპონური ენა|იაპონური]] [[ენა]] [[აგლუტინაცია|აგლუტინირებადი]] ენა არის და მისი [[ბგერა|ბგერების]] [[ჩინური სიტყვა–ნიშნები]]ს მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ [[კანჯი]]ს ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით ([[კანა]]).
იაპონური მარცვლებისთვის [[ნიშანთა ჯგუფები|ნიშანთა ჯგუფების]] ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს [[ჰირაგანა]]. ამავდროულად IX საუკუნეში [[კანა]]ს მეორე ფორმა გაჩნდა და მას [[კატაკანა]] ეწოდა.