გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის [[ვასილ წერეთელი|ვასილ წერეთლის]] (1862-1937) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი ეკუთვნოდა ''მოძღვრიშვილ-წერეთლების'' ცნობილ საგვარეულოს ([[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფ. [[ცხრუკვეთი]]) და იყო იმერეთის მეფის [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II-ის]] (მეფობდა 1793-1790 წლებში) პირდაპირი ჩამომავალი.
 
[[1927]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. [[1928]] წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად ([[1931]]). [[1933]] დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. [[1933]]-[[1936]] ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). [[1942]] წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მონოგრაფიისათვის "არმაზის„არმაზის ბილინგვა"ბილინგვა“. იმავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
 
წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა ([[1945]]) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ([[1960]]). კათედრას და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. გარდა ამისა, წერეთელმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ "საქართველოს„საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების შემსწავლელ კომისიას"კომისიას“, რომელსაც გარდაცვალებამდე ედგა სათავეში. [[1944]] აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო [[1946]] ამ აკადემიის აკადემიკოსად და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. [[1968]] არჩეულ იქნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) აკადემიკოსად. [[1957]]-[[1967]] წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. [[1967]]-[[1970]] წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო [[1970]]-იდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
 
წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.
 
წერეთლის გამოკვლევებმა არაბისტიკის დარგში ახალი პერსპექტივები გადაუშალა ამ მეცნიერებას. აღსანიშნავია მისი ფუძემდებლური შრომები შუა აზიის მანამდე უცნობ დიალექტებზე ("შუა„შუა აზიის არაბული დიალექტები, I. ბუხარული დიალექტი"დიალექტი“, თბილისი, 1956, რუსულ ენაზე). მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. ამ დარგს მიუძღვნა მან გამოკვლევები „<nowiki/>[[არმაზის ბილინგვა|"არმაზის ბილინგვა"]]<nowiki/>“ (თბილისი, 1941) და "არმაზული„არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა"ხანისა“ (მოსკოვი, 1962). ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მევნიერებაში "არმაზის„არმაზის არამეულის"არამეულის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობისა და მის განშტოებათა ისტორიის შესწავლისათვის, ისე იბერიის კულტურულ-ისტორიულ პრობლემათა და ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის. ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად ფასეულია წერეთლის მონოგრაფია "უძველესი„უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან"პალესტინიდან“ (თბილისი, 1960), აგრეთვე გამოკვლევა "მცხეთის„მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა"ხანისა“ (თბილისი, 1958).
 
წერეთელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძველი აღმოსავლური ენების შესწავლაში ("საქართველოს„საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები"ძეგლები“, თბილისი, 1939). თეორიული ლინგვისტიკის დარგში აღსანიშნავია მისი გამოკვლევა: "ენობრივი„ენობრივი ნათესაობისა და ენობრივ კავშირთა შესახებ"შესახებ“ ("Вопросы„Вопросы языкознания"языкознания“, 1968, N 3), რომელშიც განვითარებულია ახალი თვალსაზრისი ენათა "შენათესავების"„შენათესავების“ შესახებ, რასაც მან ენათა "ალოგენეტური„ალოგენეტური ურთიერთობა"ურთიერთობა“ უწოდა ([[ალოგენეტური თეორია]]).
 
დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია "მეტრი„მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში"ვეფხისტყაოსანში“ (1973).
 
აღსანიშნავია, რომ გიორგი წერეთელი იყო [[1921]]-[[1924]] წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. [[1919]]-[[1924]] წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა [[1924]] წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს იქნა დაპატიმრებული. ხელმეორედ დააპატიმრეს [[1936]] წელს (გაათავისუფლეს [[1938]] წელს). [[1941]]-[[1942]] წლებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან ([[კეცხოველი, ნიკოლოზ|ნიკო კეცხოველი]], [[ზანდუკელი, მიხეილ|მიხეილ ზანდუკელი]], [[ინგოროყვა, პავლე|პავლე ინგოროყვა]], [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდია]] და სხვანი) ერთად თანაუგრძნობდა "სამანელთა"„სამანელთა“ ეროვნულ-პოლიტიკურ დაჯგუფებას. დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის კრიტიკის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია "მეტრი„მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში"ვეფხისტყაოსანში“ (1973). წერეთელი დაჯილდოებულია 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ, [[საპატიო ნიშანი|"საპატიო„საპატიო ნიშნის"ნიშნის“ ორდენი]]თა და მედლებით.
 
გ. წერეთელი დაკრძალულია თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში. ჭიათურის რ-ნის სოფ. ცხრუკვეთში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი.