მყინვარული ცირკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 5:
წარმოიქმნება ნივალური ჰავის პირობებში მყინვარის ან თოვლის ლაქების ზემოქმედებით, აგრეთვე [[ნივაცია|ნივაციით]]; ზოგჯერ მყინვარული ცირკი ამოვსებულია [[მყინვარი]]თ ან [[ფირნი]]თ; ზოგში სეზონური [[თოვლი]]ა დაგროვილი. მყინვარული ცირკის ევოლუციის შუა და ბოლო სტადიაზე ფსკერზე შეიძლება გაჩნდეს [[მყინვარული ტბა]], ჭაობი ან მდელო.<ref name="გმ" />
 
ზომები ძლიერ ცვალებადია. საშუალოდ მისი სიგანეა 1-21–2 კმ, უკანა კედლის სიმაღლეა დაახლოებით 300 მ. თუმცა არსებობს გიგანტური ფორმებიც. მაგ., [[მაუნტ-ლისტერი|მაუნტ-ლისტერზე]] მდებარე უოლკოტის ცირკის სიგანეა 16 კმ, ხოლო უკანა კედლის სიმაღლე 3 კმ. სტატისტიკის თანახმად, მყინვარული ცირკის სიგრძის შეფარდება მის სიღრმესან თითქმის ყოველთვის მოქცეულია 2,8-იდან 3,2-მდე ინტერვალში, თუმცა [[ბაფინის მიწა]]ზე ეს მაჩვენებელი უდრის 4,1-ს, ხოლო [[ანტარქტიკა]]ში 5,9-ს.<ref name="ГЛ" />
 
მიჩნეულია, რომ ასეთი მიმართება ასახავს მყინვარული ცირკის სიმწიფის ხარისხს, ვინაიდან მისი სიგრძე სიღრმესთან შედარებით უფრო მალე იზრდება. ნამდვილი მყინვარული ცირკი წარმოიქნება მხოლოდ ამოფრქვეული და მეტამორფული ტიპის ქანებში. განაპირა მხარეს გააჩნია საშუალო სიმაღლის საფეხურები — [[რიგელი]]. ცირკის გაფართოების შემდეგ, ახლო მდებარე კედლები განიცდიან ერთმანეთის გადაკვეთას და შედეგად იქმნება ციცაბო თხემები და რელიეფის სპეციფიკური ფორმა — [[კარლინგი]].<ref>Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,</ref>