თეკლე ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 7:
ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, რუსეთის იმპერიის მიერ სამეფოს ანექსიის შემდეგ იგი არ გადაუსახლებიათ. მას მიენიჭა წმინდა ეკატერინეს ორდენის მცირე ჯვარი. მისი ქმარი მსახურობდა რუსეთის არმიაში და მოკლეს კახეთის [[1812]] წლის აჯანყების დროს. თეკლე, ისევე როგორც მისი დები მარიამი და [[ქეთევან ბატონიშვილი|ქეთევანი]], იყო პოეტი. თეკლე ბატონიშვილის ლექსებში გამოხატულია ძველი დიდების დაკარგვით გამოწვეული სევდა. პოეტი უჩივის უბედობას და პატიმრის მძიმე ხვედრს.
 
[[1832]] წელს თეკლეს სახლი თბილისში იქცა იმ ქართველი თავადებისა და ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ რუსული მმარტელობით. დაგეგმილი აჯანყება, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ქართული სამეფოს აღდგენას, გამჟღავნდა ღალატის გამო და შეთქმულები პოლიციამ დააპატიმრა<ref>Jones, Stephen F. Russian Imperial Administration and the Georgian Nobility: The Georgian Conspiracy of 1832 // The Slavonic and East European Review : journal. — 1987. — January (vol. 65, no. 1). — P. 53—76.</ref>. [[1832]] წლის შეთქმულება|1832 შეთქმულებაში]] მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქალაქ [[კალუგა]]ში, სადაც ცხოვრობდა [[1834]] წლის 11 ოქტომბრიდან [[1835]] წლის 6 მაისამდე. ამის შემდეგ მას ნება დართეს დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე.
 
გარდაიცვალა [[1846]] წლის 11 მარტს. დაკრძალულია [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]], [[მცხეთა]]ში.