ცხვირრქოსანი გველგესლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 20:
| ncbi = 8704
}}
'''ცხვირრქოსანი გველგესლა''' ({{lang-la|Vipera ammodytes}})<ref>[https://bio.dict.ge/ka/word/61692/horned+viper/ ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი]</ref> — შხამიანი გველების სახეობა [[გველგესლასებრნი|გველგესლასებრთა]] ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 60–70 სმ აღწევს, მაქსიმალური 95 სმ-ს. მამალთან შედარებით დედალი — შედარებით პატარა ზომისაა. თავის ზედაპირი დაფარულია ჩვეულებრივ, მოკლე ნეკნისებრი ქერცლით.<ref>Мусхелишвили Т. А., Пресмыкающиеся Восточной Грузии. Тб., 1970.</ref>
 
დინგის ბოლოს აქვს 3–5 სმ სიგრძის რქოვანი წამონაზარდი (აქედან სახელწოდება). ამავე მონაკვეთის ქერცლი ხშირად კრიალაა. სხეული ზემოდან ნაცრისფერი, მოყავისფრო ან მოწითალო-მოყავისფროა. ზურგის არეში ტეხილად გასდევს მუქი ან მსხვილი რომბულ-განივი ზოლი. მუცელი მოყვითალოა. თავი მოყავისფრო აქვს და მუქი და წვრილი წერტილებითა და ლაქებით არის დაფარული. კუდის ბოლო ქვემოდან წითელი, ყვითელი ან მწვანეა.<ref name=book_bannikov>Банников А. Г., Даревский И. С., Рустамов А. К. Земноводные и пресмыкающиеся СССР. — М.: «Мысль», 1971</ref>
 
გავრცელების არეალი მოიცავს [[იტალია|იტალიის]] ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ, [[სლოვაკეთი]]ს სამხრეთ, [[უნგრეთი]]ს დასავლეთ ნაწილებს; აგრეთვე [[სლოვენია]]ს, [[ხორვატია]]ს, [[ბოსნია და ჰერცეგოვინა]]ს, [[სერბეთი|სერბეთს]], [[ჩერნოგორია]]ს, [[ალბანეთი|ალბანეთს]], [[საბერძნეთი|საბერძნეთს]], [[მაკედონია]]ს, [[რუმინეთი|რუმინეთს]], [[ბულგარეთი|ბულგარეთს]], [[თურქეთი|თურქეთს]], [[საქართველო]]სა და [[სირია]]ს.<ref>[http://www.herp.it/indexjs.htm?SpeciesPages/ViperAmmod.htm Amphibians and Reptiles of Europe]</ref>
 
ცხვირრქოსანი გველგესლა უპირატესობას ანიჭებს მთების კლდოვან ფერდობებს, ბუჩქნარებს, მდინარეთა ნაყარებს, ქვიან ღობეებს, მიტოვებულ შენობებსა და სხვა. ნადირობს ღამის პირველ ნახევარში, შებინდებისას. იკვებება [[მღრღნელები]]თ, [[ფრინველები]]თ, იშვიათად [[ხვლიკები]]თ. შეწყვილება ხდება [[მარტი|მარტსა]] და [[აპრილი|აპრილში]]. შხამიანია, თუმცა [[ადამიანი]]ს სიკვდილის შემთხვვები არ არის რეგისტრირებული. მის შხამს იყენებენ სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. სარგებლობა მოაქვს [[მღრღნელები]]ს განადგურებით. იმყოფება დაცვის ქვეშ.<ref>[https://web.archive.org/web/20130116223540/http://floranimal.ru/pages/animal/g/1541.html Vipera ammodytes]</ref>
 
ცხვირრქოსანი გველგესლა ბინადრობს [[საქართველო]]შიც. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. გვხვდება [[მესხეთის ქედი|მესხეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედებზე]], მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ზემო დინებაში, ქალაქ [[ახალქალაქი]]ს მომიჯნავე ტერიტორიაზე.<ref>[http://www.ecosystema.ru/08nature/rept/176.htm ცხვირრქოსანი გველგესლა – Vipera transcaucasiana]</ref> ვერტიკალურად გავრცელებულია 1700
მ-მდე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]].<ref>საქართველოს სსრ წითელი წიგნი, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.serpentes.ru/forums/nastoyaschie-gadyuki-gadyuki-fei-zhabi-gadyuki-(viperinae-azemiopinae-causinae)/nosataya-gadyuka-vipera-ammodytes-(linnaeus-1758)/ ცხვირრქოსანი გველგესლა] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20130623000451/http://www.serpentes.ru/forums/nastoyaschie-gadyuki-gadyuki-fei-zhabi-gadyuki-(viperinae-azemiopinae-causinae)/nosataya-gadyuka-vipera-ammodytes-(linnaeus-1758) |date=2013-06-23 }} {{ru icon}}
* [http://www.fauna.nukri.org/reptile/gadiuka_nosataia.htm ცხვირრქოსანი გველგესლა] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20160310133559/http://www.fauna.nukri.org/reptile/gadiuka_nosataia.htm |date=2016-03-10 }} {{ru icon}}
* [http://www.zmeuga.ru/semz5/gad1.htm ცხვირრქოსანი გველგესლა] {{ru icon}}
* [http://www.floranimal.ru/pages/animal/g/1541.html ცხვირრქოსანი გველგესლა] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20130116223540/http://floranimal.ru/pages/animal/g/1541.html |date=2013-01-16 }} {{ru icon}}
 
==სქოლიო==