[[ფაილი:Earths Magnetic Field Confusion.svg|250პქ|მინი|დედამიწა როგორც მაგნიტური დიპოლი]]
'''ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი''' — [[დედამიწა|დედამიწის ზედაპირზე]] არსებული პირობითი წერტილი, სადაც [[დედამიწის მაგნიტური ველი]] მკაცრად ქვემოთ არის მიმართულია. აღსანიშანვიააღსანიშნავია, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი „სამხრეთულია“. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის განლაგება არ ემთხვევა გეოგრაფიულ [[ჩრდილოეთი პოლუსი|ჩრდილოეთ პოლუსს]]. დაახლოებით [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასაწყისიდან პოლუსი განლაგებულია ამჟამინდელი კანადის არქტიკის ფარგლებში, პაკური ყინულების ქვეშ. ამას მოჰყვება ის, რომ კომპასის ისარი [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთს]] მიახლოებით უჩვენებს. ყოველდღე პოლუსი მოძრაობს ელიფსური ტრაექტორიით, გარდა ამისა, გადაადგილდება ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ მიმართულებით დაახლოებით 10 კმ სიჩქარით წელიწადში, რის გამოც, მისი ნებისმიერი კოორდინატი დროებითია და არაზუსტი. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] მეორე ნახევრიდან პოლუსი საკმაოდ სწრაფად მოძრაობს [[ტაიმირის ნახევარკუნძული|ტაიმირის]] მიმართულებით. 2009 წელს ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის მოძრაობის სიჩქარემ შეადგინა 64 კმ წელიწადში. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის საწინააღმდეგოა [[სამხრეთი მაგნიტური პოლუსი]], რომელიც განლაგებულია [[ანტარქტიკა]]ში. დედამიწის მაგნიტური ველის ასიმეტრიულობასთან დაკავშირებით, მაგნიტური პოლუსები არ წარმოადგენენ [[ანტიპოდები|ანტიპოდურ წერტილებს]]. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი 1831 წელს აღმოაჩინა [[ჯეიმზ კლარკ როსი|ჯეიმზ კლარკ როსმა]] ჩ.გ. 70°05' 17" და დ.გ. 96°’46'45"-ზე.