ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები: განსხვავება გადახედვებს შორის

:::@[[მომხმარებელი:Mehman97|Mehman97]] ესე იგი, შესაძლებელია, რომ ვიკიპედიის ლოგოზე ფონდის პოლიტიკის შესაბამისად განთავსდეს ნებისმიერი თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფონტი? — „ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დატანილი ფონტები [...] უნდა იყოს თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული“. თუ ასეა საინტერესოა რატომ აირჩა მაინც და მაინც ნოტო, თუ არასწორად მივხვდი, შემისწორე. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 16:54, 23 იანვარი 2021 (UTC)
:კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება, რომელიც ნათელს ხდის ამ ცვლილების სრულ აბსურდულობას. პატივცემული მომხმარებელი, ამტკიცებს რომ ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე გამოიყენება ფონტი „მონსერატი“ ([https://fonts.google.com/specimen/Montserrat Montserrat]). ეს მტკიცება სიცრუეა. ვიკიპედიის თავდაპირველი ლოგოს წარწერა შედგენილი იყო [[:en:Hoefler Text]] ფონტით, ხოლო თანამედროვე ლოგოს წარწერა სრულად შესრულებულია [[:en:Linux Libertine]] ფონტით. დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას [[:en:Wikipedia logo|აქ]], [[:en:Wikipedia:Wikipedia logos|აქ]], [[commons:Wikipedia/2.0|აქ]] და რაც მთავარია ფონდი ვიკიმედიას [[foundation:Visual identity guidelines|ვიზუალური იდენტიფიკაციის გაიდლაინში]]. თავისმხრივ მონსერატი, მართლაც გამოიყენება ვიკიმედიის ლოგოზე, და არა ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე. სავარაუდოდ ამ არგუმენტის ავტორს ვიკიმედია და ვიკიპედია ერთი და იგივედ მიაჩნია. გამომდინარე აქედან, ასეთი ცვლილება თავისუფლად შესაძლებელია შეფასებულ იქნას უხეში ვანდალიზმის ფაქტად --[[მომხმარებელი:OpusDEI|<span style="color:#723ea8;font-family:DejaVu Serif;"> OpusDEI</span>]] 17:41, 23 იანვარი 2021 (UTC)
::ელემენტარული რაღაცას რომ ცვლით ორი სიტყვა მაინც გვესროლეთ. გეკითხებიან რატომ შეცვალეთ დაუკითხავადო და კიდევ ამ მართალ ხალხს აწვებით. ანდაც რათ უნდა აქ იმის განხილვა, მეტაზე ვის პირად გვერდზე რა მიწერ-მოწერაა და ათასი უადგილო საუბარი, ყველა თემა უპასუხოდ და არაფრისმომტანი საუბრით იხურება. რომ დაისმება კითხვა დაიდოს შესაბამისი პასუხი ან აღიარეთ მაინც, რომ უნდა გეკითხათ და შეცდით. ღმერთო ჩემო რა დონის სიამაყეა. [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 19:54, 23 იანვარი 2021 (UTC)