მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ერთიანი რუსული სახელმწიფოს დედაქალაქი==
[[ფაილი:Moscow 1556.jpg|thumb|210px|left|გრავირებული გეგმა სიგიზმუნდ ჰერბერშტეინის წიგნიდან „Записки о московитских делах“. ჰერბერშტეინს მოსკოვში უმოგზაურია 1517წ. და 1526წ., გეგმა შედგენილია 1556 წელს]]
XIV საუკუნეში ქალაქი მოიცავდა [[კრემლი|კრემლს]], [[კიტაი-გოროდი|კიტაი-გოროდსა]] და [[თეთრი ქალაქი|თეთრ ქალაქს]]. იმ პერიოდში მოსკოვში ხშირად ჩნდებოდა ხანძრები. 1521 წელს მოსკოვის გარეუბანი გადაწვა ყირიმელმა თათრებმა [[მეჰმედ I გირეი]] მეთაურობით, რომლებიც მოქმედებდნენ ევსტაფი დაშკევიჩის [[კაზაკები|კაზაკებთან]] ერთად. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის მოსკოვის ნაწილი გახდა [[ზემლიანოი გოროდი]]. გამოჩნდა იამშჩიკთა, მეშჩანთა, გერმანელთა დასახლებები ე.წ. სლობოდები.