მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ერთიანი რუსული სახელმწიფოს დედაქალაქი==
XIV საუკუნეში ქალაქი მოიცავდა [[კრემლი|კრემლს]], [[კიტაი-გოროდი|კიტაი-გოროდსა]] და [[თეთრი ქალაქი|თეთრ ქალაქს]]. იმ პერიოდში მოსკოვში ხშირად ჩნდებოდა ხანძრები. 1521 წელს მოსკოვის გარეუბანი გადაწვა ყირიმელმა თათრებმა მეჰმედ-გირეის მეტაურობით, რომლებიც მოქმედებდნენ ევსტაფი დაშკევიჩის კაზაკებთან ერთად. მე -17 საუკუნის დასაწყისისთვის მოსკოვის ნაწილი გახდა [[ზემლიანოი გოროდი]]. გამოჩნდა იამშჩიკთა, მეშჩანთა, გერმანელთა დასახლებები ე.წ. სლობოდები.
 
1547 წელს მოსკოვში გაჩნდა დიდი ხანძარი. 1565 წელს, მეფე ივანე მრისხანეს მიერ რუსეთის სახელმწიფოს ოპრიჩნინად და ზემშჩინად დაყოფის შემდეგ, ქალაქი ამ უკანასკნელის ანუ ზემშჩინის ნაწილი (ცენტრი) გახდა. 1571 წელს მოსკოვი გადაწვა ყირიმის ხანმა დევლეტ-გირეიმ, მაგრამ თათრებმა ვერ შეძლეს კრემლის აღება. 1591 წელს მოსკოვის კედლებთან მოიგერიეს ყაზი-გირეის ყირიმელი თათრები.
 
1606 წელს მოსკოვის კედლებთან განადგურდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებულ გლეხ [[ივანე ბოლოტნიკოვი]]ს ჯარები. 1608-1610 წლებში მოსკოვის აღებას ცდილობდა [[ცრუ დიმიტრი]] II, რომელმაც იქვე ახლოს ჰქონდა მოწყობილი [[ტუშინოს ბანაკი]]. 1610 წელს, პოლონელი უფლისწულის ვლადისლავის რუსეთის მეფედ არჩევის შემდეგ, მოსკოვი დაიპყრეს პოლონელებმა მთავარსარდალ სტანისლავ ჟოლკევსკის მეთაურობით. 1611 წელს პროკოფი ლიაპუნოვის მეთაურობით შექმნილი პირველი სახალხო რაზმი ცდილობდა პოლონელთა განდევნას. 1612 წელს მოსკოვიდან საბოლოოდ განდევნეს პოლონელები კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის სახალხო რაზმებმა. ქალაქის მისადგომებთან დამარცხდა პოლონელი ჰეტმანის ადამ ჟოლკევსკის ჯარი. 1618 წელს განდევნეს მოსკოვიდან პოლონეთის მთავრის ვლადისლავის ჯარები.
 
1648 წელს მოსკოვში მოხდა მარილის ბუნტი, ხოლო 1662 წელს - სპილენძის ბუნტი.
 
1687 წელს მოსკოვში გაიხსნა პირველი უმაღლესი სასწავლებელი - სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია.
 
==რუსეთის იმპერია==