ლარი კინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
ლარი კინგი დაიბადა და გაიზარდა ბრუკლინში. [[1957]]-[[1978]] წლებში მუშაობდა [[მაიამი]]ში ([[ფლორიდა]]), როგორც რადიოს [[დისკ-ჟოკეი]], დებატების წამყვანი, შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტი და მწერალი. [[1978]]-[[1994]] წლებში ის უძღვებოდა პოპულარულ რადიოდებატების შოუს „ლარი კინგის შოუ“ (ინგლ. The Larry King Show), [[1985]] წლიდან [[2010]] წლამდე კი ამერიკული მასობრივი მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო გადაცემას „ლარი კინგის ეთერში“ (Larry King Live). [[2012]] წელს ლარი კინგმა განაახლა მოღვაწეობა ახალი შოუთი „ლარი კინგი ახლა“ (Larry King Now), რომლის პრემიერა ინტერნეტ-გვერდ „ჰულუზე“ (Hulu) შედგა, ხოლო [[2013]] წელს დააფუძნა პროგრამა „პოლიტიკა ლარი კინგთან ერთად“ (PoliticKING with Larry King). მისი მოღვაწეობის განმავლობაში ლარი კინგს ჩაწერილი აქვს 30 000-ზე მეტი ინტერვიუ ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავებთან, მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან. ლარი კინგს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, გაახმოვანა ანიმაციური ფილმები „შრეკი“ (2004, 2007, 2010) და „ფუტკრები“ (2007). გამოქვეყნებული აქვს ავტობიოგრაფიული ხასიათის „ჩემი შესანიშნავი მოგზაურობა“ (My Remarkable Journey, [[2009]]). მიღებული [[ემის ჯილდო]] ახალი ამბებისა და დოკუმენტური გადაცემებისთვის ([[2011]]).
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{ბრიტანიკა|Larry-King}}
 
{{DEFAULTSORT:კინგი, ლარი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლარი_კინგი“-დან