მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
===მოსკოვი ომის შემდგომ პერიოდში===
[[ფაილი:Novoarbatszki híd. Fortepan 7608.jpg|thumb|190px|справа|ნოვოარბატის ხიდის მშენებლობა, 1957 წელი]]
1947 წელს, სექტემბერში დიდი მასშტაბით აღინიშნა მოსკოვის 800 წლისთავის იუბილე.
 
1952-1957 წლებში დაიწყო მოსკოვის მაღლივი კორპუსების მშენებლობა. მოგვიანებით მათ "[[სტალინი]]ს სიმაღლეები" უწოდეს. იგი [[საბჭოთა კავშირი]]ს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.
 
1959-1960 წლის ზამთარში მოსკოვში იფეთქა ჩუტყვავილას ინფექციამ. [[ინფექცია]] [[ინდოეთი]]დან ჩამოიტანა ცნობილმა მხატვარმა, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატმა ალექსეი კოკორეკინმა, რომელიც ინდოეთში ყოფნისას შეესწრო გარდაცვლილი [[ბრაჰმანი]]ს [[კრემაცია]]ს.
 
მოსკოვი სწრაფი ტემპით შენდებოდა, ყოფილი გარეუბნები ქალაქს შეუერთდნენ. 1960 წელს მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად ჩამოყალიბდა მოსკოვის თანამედროვე საზღვრები. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ქალაქის ცენტრში მოხდა მნიშვნელოვანი სამშენებლო გარდაქმნები. არსებული ქუჩების გაფართოების, ახალი მაგისტრალების მშენებლობისა და ტიპიური მრავალსართულიანი პანელური შენობების ასაგებად დანგრეულ იქნა არქიტექტურული ძეგლები.
 
1957 და 1985 წლებში, შესაბამისად, მოსკოვში ჩატარდა ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI და XII მსოფლიო ფესტივალები. 1980 წელს მოსკოვში ჩატარდა XXII ზაფხულის [[ოლიმპიური თამაშები]].
 
1975 წლის 10 მარტს, სოკოლნიკების [[სპორტის სასახლე]]ში, [[სსრკ]] ახალგაზრდულ გუნდსა და კანადის ახალგაზრდულ გუნდს "ბარი ქაპ-ს" შორის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა საღეჭი რეზინის ― „Wrigley-ს“ გამო შეჯახება, რომელშიც 21 ადამიანი გარდაიცვალა.
 
1977 წლის 8 იანვარს მოსკოვში ტერაქტების სერია განხორციელდა.
 
===სახელის გადარქმევის მცდელობები===