მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
==მოსკოვი პოსტსაბჭოთა პერიოდში==
[[ფაილი:Московский Кремль (Красная площадь, Кремлевская наб.).jpg|thumb|250px|მოსკოვის კრემლის ხედი]]
მე-20 საუკუნის ისტორიაში მოსკოვმა ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განიცადა 90-იანი წლების დასაწყისში. 1991 წლის 19-22 აგვისტოს ქალაქში მოხდა აგვისტოს პუტჩი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. „გკჩპ“-ს) ორგანიზებით. 1993 წლისთვის პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების შედეგად წარმოშობილმა კონსტიტუციურმა და [[სახელმწიფო]] კრიზისმა კულმინაციას მიაღწია. 1993 წლის 3-4 ოქტომბერს მოხდა „[[ოსტანკინო]]ს“ სატელევიზიო ცენტრის დაუფლების მცდელობა და უმაღლესი საბჭოს ([[― მოსკოვის თეთრი სახლი(მოსკოვი)]]ს)სახლის შენობის დახვრეტა.
 
შემდეგში ქალაქში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 1995 წელს დამტკიცდა დედაქალაქის ახალი ოფიციალური სიმბოლოები - გერბი, დროშა და ჰიმნი. დაიწყო ეკლესიათა რესტავრაცია, დაიწყო ბოლშევიკების მიერ ააფეთქებული მაცხოვრის ტაძრის ასლის სრულმასშტაბიანი მშენებლობა. 1997 წელს ფართო მასშტაბით აღინიშნა ქალაქის 850 წლის იუბილე; ხოლო 2005 წელს, ასევე, ფართოდ აღინიშნა [[დიდი სამამულო ომი]]ს გამარჯვების 60 წლისთავი. ამ დროს გაიხსნა პოკლონნაიას გორაზე გამარჯვების მემორიალური კომპლექსი და ამავე სახელწოდების მეტროს სადგური, რომელიც მოსკოვის [[მეტროპოლიტენი]]ს სადგურთა შორის ყველაზე ღრმა სადგურია.