მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
==მოსკოვი პოსტსაბჭოთა პერიოდში==
[[ფაილი:Московский Кремль (Красная площадь, Кремлевская наб.).jpg|thumb|250px|მოსკოვის კრემლის ხედი]]
მე-20 საუკუნის ისტორიაში მოსკოვმა ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განიცადა 90-იანი წლების დასაწყისში. 1991 წლის 19-22 აგვისტოს ქალაქში მოხდა აგვისტოს პუტჩი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. „გკჩპ“-ს) ორგანიზებით. 1993 წლისთვის პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების შედეგად წარმოშობილმა კონსტიტუციურმა და [[სახელმწიფო]] კრიზისმა კულმინაციას მიაღწია. 1993 წლის 3-4 ოქტომბერს მოხდა „[[ოსტანკინო]]ს“ სატელევიზიო ცენტრის დაუფლების მცდელობა და უმაღლესი საბჭოს ([[თეთრი სახლი(მოსკოვი)]]ს) შენობის დახვრეტა.
 
შემდეგში ქალაქში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 1995 წელს დამტკიცდა დედაქალაქის ახალი ოფიციალური სიმბოლოები - გერბი, დროშა და ჰიმნი. დაიწყო ეკლესიათა რესტავრაცია, დაიწყო ბოლშევიკების მიერ ააფეთქებული მაცხოვრის ტაძრის ასლის სრულმასშტაბიანი მშენებლობა. 1997 წელს ფართო მასშტაბით აღინიშნა ქალაქის 850 წლის იუბილე; ხოლო 2005 წელს, ასევე, ფართოდ აღინიშნა [[დიდი სამამულო ომი]]ს გამარჯვების 60 წლისთავი. ამ დროს გაიხსნა პოკლონნაიას გორაზე გამარჯვების მემორიალური კომპლექსი და ამავე სახელწოდების მეტროს სადგური, რომელიც მოსკოვის [[მეტროპოლიტენი]]ს სადგურთა შორის ყველაზე ღრმა სადგურია.
 
90-იან წლებში მოსკოვში დაჩქარებული ტემპით შენდებოდა ბაზრები. ტანსაცმლის ბაზრებს გადაეცათ ყველაზე დიდი სტადიონები: „ლუჟნიკი“, „ოლიმპიკი“, „დინამო“. ყველაზე მსხვილი საბითუმო ბაზარი გახდა მოსკოვში ჩერქიზოვსკი. ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარების გზაზე გადასვლას 90-იან წლებში თან ახლდა მოსკოვის საზოგადოებრივი საკუთრების დაყოფა. კერძო პირთა ხელში გადავიდა მოსკოვის უმსხვილესი საწარმოები, ბანკები, მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები. ქალაქის ქუჩები დაფარული იყო ბილბორდებით, გზები ― სარეკლამო ბანერებით.
 
XX ― XXI საუკუნის მიჯნაზე ქალაქს პირველად შეექმნა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე. მოსკოვში მოხდა რამდენიმე ტერაქტი:
 
*1999 წელი - აფეთქდა საცხოვრებელი შენობები გურიანოვის ქუჩაზე (8 სექტემბერი) და კაშირსკიეს გზატკეცილზე (13 სექტემბერი).
*2000 წელი - მოხდა ტერაქტი [[პუშკინი]]ს მოედანზე (8 აგვისტო).
*2002 წ. - მოხდა ტერაქტი დუბროვკის [[თეატრი]]ს ცენტრში (23-26 ოქტომბერი).
*2003 წელი - მოხდა ტერაქტი Wings rock festival- ის დროს.
*2003 წელი - მოხდა აფეთქება ეროვნულ სასტუმროში.
*2004 - აფეთქდა TU-134 და TU-154 თვითმფრინავები, რომელიც აფრინდა [[დომოდედოვო]]ს [[აეროპორტი]]დან (24 აგვისტო).
*2004 წ. - მოხდა ტერორისტული აქტი მეტროსადგურებს — ავტოზავოდსკაიასა და პაველეცკაიას შორის (6 თებერვალი); ტერაქტი მეტროსადგურ "რიჟსკაიასთან" ახლოს (31 აგვისტო).
2009 წელი - მოხდა ლენინგრადსკის რკინიგზის სადგურიდან გამოსული მატარებლის — „ნევის ექსპრესის“ აფეთქება.
2010 წელი - მოხდა აფეთქებები მეტროში.
2011 წელი - მმოხდა აფეთქება დომოდედოვოს აეროპორტში.
 
უკანასკნელ წლებში მოსკოვში მრავალი საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა. კერძოდ,
*1998 წელს ქალაქში გაიმართა პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული თამაშები.
*1999 წელს ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა [[უეფას თასი]]ს ფინალური მატჩი.
*2005 წლის 14-20 მარტს მოსკოვში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული სრიალში.
*2007 წელს მოსკოვში ჩატარდა [[ყინული]]ს [[ჰოკეი]]ს მსოფლიო ჩემპიონატი.
*2008 წლის 21 მაისს ლუჟნიკის სტადიონზე ჩატარდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი („მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ჩელსი“) და ქალაქში შეიკრიბა [[ინგლისი]]ს საფეხბურთო კლუბების რამდენიმე ათასი გულშემატკივარი.
*2009 წლის მაისში მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი.
 
 
{{პანორამა|Moscow pano.jpg|1200px|<center><small> ხედი მდინარე მოსკოვიდან: მარცხნივ — ბოგდან ხმელნიცკის ხიდი; ცენტრში — ევროპის მოედანი და კიევის სადგური, უკანა პლანზე — მშენებარე მოსკოვის საერთაშორისო საქმიანი ცენტრი „მოსკვა-სიტი“; მარჯვნივ — ბოროდინის ხიდი და სმოლენსკს მეტროხიდი, ხოლო უკანა პლანზე — რუსეთის ფედერაციის სამთავრობო სახლი — ე.წ. „თეთრი სახლი“</small></center>}}