უფლისციხის მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი''' — არქეოლოგიურ-არქიტექტუ...
(განსხვავება არ არის)

11:53, 23 იანვარი 2021-ის ვერსია

მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი — არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბანში, ქალაქის დასავლეთ ნაპირას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. კომპლექსი ხუთი ოთახისაგან შედგება.

მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი

მათ შორის მთლიანად კედელში მხოლოდ მაღალტახტიანი ოთახია გამოკვეთილი, რომელსაც შემორჩენილი აქვს პირვანდელი სახე. დანარჩენი ოთახები ნაწილობრივ კლდისაა და სხვადასხვა სიმაღლეებზეა შემორჩენილი. ჩანგრეულია გადახურვებიც. შენობა პირველად ანტიკურ ხანაში გადაუკეთებიათ. ფეოდალურ ხანაში ნაგებობა საცხოვრებლად გამოუყენებიათ და შემორჩენილი კლდის კედლები ქვის წყობით აღუდგენიათ და შიგ ტლანქად ამოუჭრიათ კოჭების ბუდეები და თახჩები. იატაკში ამოუკვეთიათ ბოძების, ქვევრების, თონეებისა და ჩარხების ჩასადგმელი ორმოები.

მაღალტახტიანი ოთახი კვადრატულია, სწორკუთხა, მაღალი და განიერი შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ცენტრშია. შიგნიდან შესასვლელის წირთხლები ჩაკვეთილია ირიბად, რაც აფართოებს ღიობს. ფასადის მხრიდან შესასვლელი თაღოვანი, შეწეული, სადა ტიმპანით მრთავდება. ოთახის ბრტყელი ჭერი მორთულია ორმაგად პროფილირებული კესონებითა და პროფილირებული ლავგარდნით. გრძივ კედლებთან გამოკვეთილია მაღალი ტახტები. მათი ნაპირები ლილვითაა მორთული. ინტერიერს ახასიათევს ყველა ზომის და ხაზის სიზუსტე, სიბრტყის ფაქიზი დამუშავება. იგი უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითადი სამშენებლო ხანისათვის დამახასიათებელი ნაგებობის ნიმუშია.

მაღალტახტიანი ოთახი გამოვლენილია ფასადითა და ბანით. ფასადი წარმოადგენს კლდის სადა სიბრტყეს. მასში გაჭრილი კარი კომპლექსის წინა ოთახში გადის.

წინა (მეორე) ოთახი

წინა, მეორე ოთახი მაღატახტიანზე უფრო განიერია, წაგრძელებულია აღმოსავლეთისაკენ. წინა ოთახის ჩრდილოეთით შემორჩენილია კლდის კედლის ძირი, რომლის დასავლეთ ბოლოში ჩრდილოეთ ოთახში გასასვლელი კარია გაჭრილი. ეს კედელი მოგვიანებით ქვის წყობით აღუდგენიათ. სამხრეთ კედელი კლდისაა, მის აღმოავლეთ ბოლოში ამოჭრილია გრძელ, ვიწრო და პატარა სათავსში ასასვლელი ერთი საფეხური. სათავსის კედელში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის ნაწილები.

მესამე (მესამე) ოთახი

მესამე ოთახი წინა ოთახის ჩრდილოეთითაა და მასზე უფრო მოკლეა. ოთახის დასავლეთ ნაწილში იატაკი ერთი საფეხურით შემაღლებულია. დასავლეთ კედელში ამოკვეთილია ერთი ნიში. ორივე ოთახს თანაარი დონის იატაკი აქვს. მათი საერთო აღმოსალვეთ კედლი დაბალი და მოსწორებულია. მასში ორივე ოთახიდანან გამოკვეთილია აღმოსალვეთით, შედარებით დაბალ დონეზე მდებარე სათავსში ჩასასვლელი. არც ერთი ჩასასვლელი კარის ხვრელი არ უნდა იყოს, იგი უფრო აბანოს სარცეცხლურ ღუმელს ჰგავს. სამხრეთ ოთახის იატაკში, ამ ჩასასვლელის წინ, ამოჭრილია ოთხკუთა ორმო. რომელიც აღმოსალვეთ ოთახის იატაკამდე ჩადის. ორმოს საფეხურები არ აქვს და აქდან ოთახში შემოსვლა შეუძლებელია. ჩრდილოეთ ოთახის იატაკში კი, შესასვლელის წინ, ძაბრისებრი ღრმულია. ისიც უსაფეხუროა. ორივე ორმო საცეცხლური უნდა იყოს. სამხრეთ ოთახის საცეცხლური ამოშენებულია ანტიკური დროის ალიზით. როგორც ჩანს, იგი გაუუქმებიათ და ახალი საცეცხლური ჩრდილოეთ კედელში მოუწყვიათ.

ქუჩისპირა სათავსი (მეოთხე ოთახი)

ამ ოთახების აღმოსალვეთით მდებარე ქუჩსპირა სათავსის იატაკი 2 მეტრით დაბალია. მისი სრული გეგმის აღდგენა მრავალჯ გადაკეთების გამო შეუძლებელია. დასავლეთ კედლის ზედაპირი, რომლებშიც საცეცხლურებია მოთავსებული, გამომწვარია. სამხრეთ კლდის კედელი დაფარულია ჭვარტლის სქელი ფენით. სათავსის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა ნაცრის მკვრივი და სქელი ფენა, რომელშიც ფეოდალურ ხანაში ქვევრები ჩაუდგამთ.

მეხუთე ოთახი

მეხუთე ოთახი მცირე ზომისაა. მებარეობს კომპლექსის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში. სამ მხარეს შემორჩენილი აქვს კლდის კედელი და ბოძების ჩასადგმელი ოთხი ბუდე. ოთახის წინა (აღმოსავლეთ) კედელი არ აქვს.

კომპლქსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ქუჩისპირას, ამოჭრილია წყალსაწრეტი ღრმა ღარი.

სათავსის ორთიერთგანლაგება, მათი დონეების სხვაობა, არქეოლოგიური გათხრის დროს მოპოვებული წყალსადენის თიხის მილები, გადამწვარი აგურები, დიდი, პირაკეცილი კრამიტისა და ჰიდრავლიკური ხსნარის ნატეხები საფუძველს გვაძლევს კომპლექსის ჰიპოკაუსტების სისტემის მქონე აბანოდ მივიჩნიოთ.

ლიტერატურა