პოლემიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
 
ხაზი 1:
'''პოლემიკა''', ძველი ქართული მწერლობის დარგი. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ქრისტიანული რელიგიის საბოლოო გამარჯვებიასთან. პოლემიკის მიზანი იყო არაქრისტიანული რელიგიათა და თვით ქრისტიანობის წიაღში წარმოშობილ მწვალებლურ მოძღვრებათა გაბათილება, მათი სიყალბის გამოაშკარავება და მართლმადიდებლური დოგმების დამტკიცება. ნათარგმნი (უმთავრესად ბერძნული ენიდან) პოლემიკური ლიტერატურა ძირითადად თავმოყრილია [[არსენ იყალთოელი]]ს მიერ XII საუკუნის I ნახევარში შედგენილ კრებულ „დოგმატიკონში“ და [[1541]] წელს გადაწერილი ხელნაწერში (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S-312). სხვადასხვა ქართულ ხელნაწერში გვხვდება აგრეთვე [[გრიგოლ ნაზიანზელი]]ს, [[აპოლინარიოს ლაოდიკიელი]]ს, [[იოანე ოქროპირი]]ს, [[მაქსიმე აღმსარებელი|მაქსიმე აღმსარებლის]], [[იოანე დამასკელი]]სა და სხვათა პოლემიკური თხზულებების თარგმანებიც.
 
ორიგინალური ქართული პოლემიკიდან მნიშვნელოვანია: [[არსენ I|არსენ I-ის (არსენ დიდი საფარელის)]] „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, [[ბაგრატ მუხრანბატონი]]ს „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთაჲ“, [[ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი)|ბესარიონის (ბარათაშვილ-ორბელიშვილის)]] „გრდემლი“, [[ტიმოთე გაბაშვილი]]ს „გარდამოცემული ერთობისათჳს და სიყუარულისა წმიდათა ეკლესიათასა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა...“, [[ანტონ I|ანტონ I კათოლიკოსის]] „მზამეტყველება“ და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლემიკა“-დან