РБМК: განსხვავება გადახედვებს შორის

206 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა რეაქტორების შექმნაზე, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედო РБМК-ს. ზოგიერთი კონსტრუქციული გადაწყვეტა მუშავდებოდა ბელოიარსკის ატომური ელექტროსადგურის საცდელ ენერგეტიკულ რეაქტორებზე „მშვიდობიანი ატომი, დიდი“ («Атом Мирный Большой»): АМБ-1 (1964 წ) და АМБ-2 (1967 წ).
===პირველი თაობა===
РБМК ტიპის რეაქტორები ქრონოლოგიურად და ტექნიკური ევოლუციის მიხედვით სამ თაობად იყოფა. РБМК-1000 ტიპის პირველი რეაქტორის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) მახლობლად; ამავე წელს გადაწყდა [[ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური|ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის]] მშენებლობაც. 1973 წელს შევიდა ექსპლუატაციაში მსოფლიოში პირველი РБМК-1000 ტიპის ატომური რეაქტორი, [[ლენინგრადის ატომური ელექტროსადგური|ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურის]] პირველი ენერგობლოკი.
РБМК-ს პირველ თაობას განეკუთვნებიან:
* [[ლენინგრადის ატომური ელექტროსადგური|ლენინგრადის აეს-ის]] 1 და 2 ენერგობლოკები (1973, 1975);
* კურსკის აეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1976, 1979);
* ჩერნობილის აეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1977, 1978);
(სულ 6 ენერგობლოკი).
 
===მეორე თაობა===
ლენინგრადის აეს-ის მეორე რიგის (მე-3 და მე-4 ენერგობლოკები) პროექტირებისას გადაწყდა ამ ტიპის რეაქტორების გაუმჯობესება. პროექტის გადაკეთების მტავარი მიზეზი იყო უსაფრთხოების წესების გამკაცრება.