РБМК: განსხვავება გადახედვებს შორის

1 056 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი (АМ-1 («Атом Мирный»), ობნინსკის ატომური ელექტროსადგური, 1954 წ) იყო ურან-გრაფიტული, არხებიანი, წყლის თბოგამტარით. ურან-გრაფიტული რეაქტორების ტექნოლოგიის შექმნა-განვითარება წარმოებდა სამხედრო-სამრეწველო და საცდელ-სამრეწველო რეაქტორებზე, რომლებსაც სამხედრო დანიშნულებასთან ერთად ჰქონდათ სამეურნეო: ელექტრო ენერგიისა და სითბოს წარმოების დანიშნულება.
1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა რეაქტორების შექმნაზე, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედო РБМК-ს. ზოგიერთი კონსტრუქციული გადაწყვეტა მუშავდებოდა ბელოიარსკის ატომური ელექტროსადგურის საცდელ ენერგეტიკულ რეაქტორებზე „მშვიდობიანი ატომი, დიდი“ («Атом Мирный Большой»): АМБ-1 (1964 წ) და АМБ-2 (1967 წ).
===სამიპირველი თაობა===
РБМК ტიპის რეაქტორები ქრონოლოგიურად და ტექნიკური ევოლუციის მიხედვით სამ თაობად იყოფა. РБМК-1000 ტიპის პირველი რეაქტორის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) მახლობლად; ამავე წელს გადაწყდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც. 1973 წელს შევიდა ექსპლუატაციაში მსოფლიოში პირველი РБМК-1000 ტიპის ატომური რეაქტორი, ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი.
РБМК-ს პირველ თაობას განეკუთვნებიან:
* ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურისაეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1973, 1975);
* კურსკის ატომური ელექტროსადგურისაეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1976, 1979);
* ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისაეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1977, 1978);
(სულ 6 ენერგობლოკი).
===მეორე თაობა===
ლენინგრადის აეს-ის მეორე რიგის (მე-3 და მე-4 ენერგობლოკები) პროექტირებისას გადაწყდა ამ ტიპის რეაქტორების გაუმჯობესება. პროექტის გადაკეთების მტავარი მიზეზი იყო უსაფრთხოების წესების გამკაცრება.
РБМК-ს მეორე თაობას განეკუთვნებიან:
* ლენინგრადის აეს-ის მე-3 და მე-4 ენერგობლოკები,
* კურსკის აეს-ის მე-3 და მე-4 ენერგობლოკები,
* ჩერნობილის აეს-ის მე-3 და მე-4 ენერგობლოკები,
* სმოლენსკის აეს-ის 1 და მე-2 ენერგობლოკები;
(სულ 8 ენერგობლოკი).
 
 
[[კატეგორია: ატომური ელექტროსადგურები]]