РБМК: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: რუს.: Реактор большой мощности канальный (РБМК) დიდი სიმძლავრის არხებიან...
(განსხვავება არ არის)

02:15, 22 იანვარი 2021-ის ვერსია

რუს.: Реактор большой мощности канальный (РБМК) დიდი სიმძლავრის არხებიანი რეაქტორი — ენერგეტიკული ბირთვული რეაქტორების სერია, შემუშავებული სსრკ-ში. რეაქტორი РБМК არის არხებიანი, ჰეტეროგენური, გრაფიტ-წყლიანი, დუღილის ტიპის, სითბურ ნეიტრონებზე. თბოგამტარი — მდუღარე წყალი.

შექმნის ისტორია და ექსპლუატაცია

მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი (АМ-1 («Атом Мирный»), ობნინსკის ატომური ელექტროსადგური, 1954 წ) იყო ურან-გრაფიტული, არხებიანი, წყლის თბოგამტარით. ურან-გრაფიტული რეაქტორების ტექნოლოგიის შექმნა-განვითარება წარმოებდა სამხედრო-სამრეწველო და საცდელ-სამრეწველო რეაქტორებზე, რომლებსაც სამხედრო დანიშნულებასთან ერთად ჰქონდათ სამეურნეო: ელექტრო ენერგიისა და სითბოს წარმოების დანიშნულება. 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა რეაქტორების შექმნაზე, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედო РБМК-ს. ზოგიერთი კონსტრუქციული გადაწყვეტა მუშავდებოდა ბელოიარსკის ატომური ელექტროსადგურის საცდელ ენერგეტიკულ რეაქტორებზე „მშვიდობიანი ატომი, დიდი“ («Атом Мирный Большой»): АМБ-1 (1964 წ) და АМБ-2 (1967 წ).

სამი თაობა

РБМК ტიპის რეაქტორები ქრონოლოგიურად და ტექნიკური ევოლუციის მიხედვით სამ თაობად იყოფა. РБМК-1000 ტიპის პირველი რეაქტორის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) მახლობლად; ამავე წელს გადაწყდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც. 1973 წელს შევიდა ექსპლუატაციაში მსოფლიოში პირველი РБМК-1000 ტიპის ატომური რეაქტორი, ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი. РБМК-ს პირველ თაობას განეკუთვნებიან:

  • ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურის 1 და 2 ენერგობლოკები (1973, 1975);
  • კურსკის ატომური ელექტროსადგურის 1 და 2 ენერგობლოკები (1976, 1979);
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 1 და 2 ენერგობლოკები (1977, 1978);
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=РБМК&oldid=4115786“-დან