ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
 
== ფონდები, სტრუქტურა და საქმიანობა ==
2006 წელს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის და გ. მიქელაძის სახელობის [[სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა|სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის]] (კოსტავას ქ. 47) გაერთიანების შედეგად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად. კოსტავას ქყჩაქუჩა 47–ში ფონდის ძირითადი ნაწილი პატენტებია – 20 მლნ. ერთეული, სტანდარტები, სამეცნიერო-ტექნიკური შრომები, კატალოგები და ა. შ.
ამჟამად ს. ს. ი. პ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ასე ჟღერს მისი სრული სახელწოდება) საქართველოს უდიდესიერთ-ერთი დიდი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3,5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა. აქ დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის (იხ. ზემოთ) პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი [[რარიტეტული გამოცემა]], მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. [[ვატიკანის ბიბლიოთეკა|ვატიკანის ბიბლიოთეკიდან]] მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]დან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – [[ბრეთის სახარება|ბრეთის სახარების]] მიკროფილმი; [[აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა|აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდან]] მიღებულია IX-XI საუკუნეების სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება "[[ვეფხისტყაოსანი]]"ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა.
 
[[1996]] წელს ბიბლიოთეკამ მოიპოვა [[ევრაზიის გრანტი]], რამაც მას საშუალება მისცა კიდევ უფრო გაემდიდრებინა თავის წიგნებისწიგნადი ფონდი უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით.
ბიბლიოთეკაში ინტენსიურად ინერგება უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამკითხველო დარბაზები აღიჭურვა [[ქსეროქსი|ქსეროქსებით]], მიკროფირების საკითხავი აპარატურით, საპროექციო და აუდიო-ვიდეო აპარატურით, ასევე ფართოვდება [[ინტერნეტი]]ს ქსელი, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მკითხველის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აძლევს მას საშუალებას გაეცნოს უცხოურ მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებს [[ელექტრონული კატალოგი]]ს მეშვეობით.
 
ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ბიბლიოგრაფიის, დაკომპლექტების, დამუშავების, აბონენტთა მომსახურების, ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილებები, საამკინძაო სახელოსნო, [[ფოტოლაბორატორია]]. ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა ისეთი ახალი სტრუქტურები, როგორიცაა სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ელექტრონული რესურსებით მომსახურების, სამეცნიერო–ტექნიკური თარგმანის ჯგუფები.
[[2007]] წელს ბიბლიოთეკაში შეიქმნა უსინათლოთა მომსახურების ცენტრი, სადაც უსინათლო პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. „ხმოვანი“ კომპიუტერით.
 
საქართველოსბიბლიოთეკას საბიბლიოთეკოაქვს ასოციაციის დახმარებით ბიბლიოთეკამ გამოიწერაგამოწერილი ისეთი ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზები, როგორიცაა [[კემბრიჯი]]ს, [[ოქსფორდი]]ს უნივერსიტეტების ჟურნალები, ასევე ამერიკის ფიზიკის საზოგადოების ჟურნალები და სხვ.
 
ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება სამეცნიერო სიმპოზიუმები, საღამოები, ტარდება სემინარები და სპეცკურსებისპეციალური კურსები (მათ შორის საქართველოს სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების თანამშრომელთა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის), სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა–გაყიდვები, რომლებსაც ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
 
საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას მჭიდრო კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ, [[ავსტრია|ავსტრიის]], [[გერმანია|გერმანიის]], [[საფრანგეთი]]ს, [[შვეიცარია|შვეიცარიის]], [[შვედეთი]]ს, [[ინგლისი]]ს, [[აშშ]]–ს, [[უკრაინა|უკრაინის]], [[რუსეთი]]ს, [[პოლონეთი]]ს, [[ლატვია|ლატვიის]], [[ლიტვა|ლიტვის]] და ა. შ. წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან და ბიბლიოთეკებთან. ფართოდაა დანერგილი საქართველოსა და ამ ქვეყნების შორის წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გაცვლა–გამოცვლისა და სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარების პრაქტიკა.