მუხრანი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 5 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2627602 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mukhrani fortress.jpg|მინი|300პქ|მუხრანის ციხე]]
'''მუხრანი''', ''მუხნარი'' — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი [[მცხეთის რაიონი|მცხეთის რაიონისმუნიციპალიტეტი]] ტერიტორია).
 
სახელწოდება წარმოდაგება „მუხიდან“. მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად გასახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც ზრდიდა რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს.
 
ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი — საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი [[ძალისი (ქალაქი)|ძალისი]]. VIII-IX საუკუნეებში მუხრანის ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. [[1123]] მეფე [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ [[მტკვრის ციხე|მტკვრის (ქსნის) ციხე]]. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] ერთ-ერთი შტოს, საკუთრება-სათავადოა ([[სამუხრანბატონო]]). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუხრანი_(მხარე)“-დან