ირაკლი ღარიბაშვილი (ფიზიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი ფიზიკოსი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ირაკლი ღარიბაშვილი |მშობს...
(განსხვავება არ არის)

21:03, 21 იანვარი 2021-ის ვერსია

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 19 მაისი, 1960, თბილისი — გ. 21 იანვარი, 2021, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, ფიზიკოსი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი 2006-2021 წლებში.

ირაკლი ღარიბაშვილი
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1960
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 2021 (60 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

ირაკლი ღარიბაშვილმა 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა–ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1983–1986 წლებში იყო მოსკოვის ოლქის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ფილიალის ინჟინერი; 1990–1993 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993–2000 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე; 2000–2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. 2006 წლიდან 2021 წლამდე (გარდაცვალებამდე) იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.

იყო მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო–საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ–რუსულ–ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი“ (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა – ინტერნეტ გამოცემა (2001); ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი „ქართულ ასო–ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია“ (2003–2004) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში