იოსებ ყიფშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 7:
დაამთავრა [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1911) და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა „აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში“, კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. აქ მან [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გამოაქვეყნა „ქართული ენის გრამატიკა“ (1911). 1914 წელს პეტერბურგში გამოსცა „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“. 1915 წელს ყიფშიძე პრივატ-დოცენტი იყო და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე [[ქართული ენა|ქართული ენის]] კურსს კითხულობდა. 1917 წელს დაბრუნდა [[საქართველო]]ში, მონაწილეობდა [[თსუ]]-ის დაარსებაში.<ref>{{ქსე|10|656-657|ჩიქობავა არნ. კიზირია ა.|არა}}</ref>
 
ყიფშიძე იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“ (1911), „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“, (1919-1920). აკაკი შანიძისა და ყიფშიძის რედაქციით გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი (1928)“ და სხვა. იოსებ ყიფშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს.<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=440 იოსებ ყიფშიძის ბიოგრაფიული ცნობები]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
2013 წლის 26 დეკემბერს იოსებ ყიფშიძე [[დიდუბის პანთეონი]]დან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადმოასვენეს. ღონისძიებას აკადემიკოსი [[ვლადიმერ პაპავა]], ფინანსთა მინისტრი [[ნოდარ ხადური]], თსუ-ის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია — იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე — „ჩანაწერები“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2013, შემდგენელ-რედაქტორი ეთერ ქავთარაძე).<ref>[http://studinfo.edu.aris.ge/2013/12/26/ioseb-yofshidze/ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ყიფშიძე“-დან