აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 1:
'''აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი''', '''რუსეთის ბაქანი''' — ევროპის ბაქანი, [[დედამიწის ქერქი]]ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და შედარებით მყარი მონაკვეთი, რომელიც მიეკუთვნება უძველესი ბაქნების რიცხვს. იკავებს [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ]] და [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთ ევროპის]] მნიშვნელოვან ნაწილს, [[სკანდინავიის მთები]]დან ურალამდე და [[ბარენცის ზღვა|ბარენცისა]] და [[შავი ზღვა|შავ]] და [[კასპიის ზღვა]]მდე არსებულ ტერიტორიას. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთი საზღვარი ჰერცინულ ნაოჭა სტრუქტურებზე გადის, [[ახალი მიწა|ახალი მიწის]] დასავლეთი სანაპიროს, [[იუგორსკი-შარი]]ს, [[პაი-ხოი]]ს, [[ურალის მთები]]სა და მდინარე [[ემბა|ემბის]] გაყოლებით; სამხრეთი საზღვარი — [[იმიერკავკასია]]ზე, [[ყირიმის ნახევარკუნძული|ჩრდილოეთ ყირიმზე]], [[დობრუჯა]]ზე; დასავლეთი — [[კარპატები|კარპატების რკალზე]], დაახლოებით მდინარე [[ვისლა|ვისლის]] გაყოლებით, და [[იუტლანდიის ნახევარკუნძული|იუტლანდიის ნახევარკუნძულზე]]; ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი ემიჯნება ნორვეგიის კალედონიდებს, საიდანაც საზღვარი [[ფრანც-იოსების მიწა|ფრანც-იოსების მიწის]] არქიპელაგზე გადადის. ბაქნის ჩრდილო ნაწილს [[ბარენცის ზღვა]] ფარავს. ბაქნის საზღვრებში გამოიყოფა [[ფარი (გეოლოგია)|ფარები]], [[ანტეკლიზა|ანტეკლიზები]] და [[სინეკლიზა|სინეკლიზები]]. ეს სტრუქტურული ელემენტები თანამედროვე რელიეფშია ასახული. კამბრიულამდელი საძირკვლის გამოსავლები ზედაპირზე [[ბალტიის ფარი|ბალტიისა]] და [[უკრაინის ფარი|უკრაინის ფარების]] სახით აღინიშნება. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ყველაზე ღრმა და მოძრავი უბანია კასპიისპირა სინეკლიზა.<ref>{{წიგნი|ავტორი = დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ., | სათაური = სსრკ ფიზიკური გეოგრაფია | ბმული = | ადგილი = | გამომცემლობა = განათლება | წელი = 1988 | | გვერდები = 259-260 | სერია = | isbn = | ტირაჟი = }}</ref>
 
აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ისტორიაში გამოიყოფა ორი მსხვილი პერიოდი. პირველი პერიოდის მსვლელობისას, რომელმაც მოიცვა მთელი [[არქეული ეონი|არქეული]], ადრეული და შუა [[პროტეროზოური ეონი]] (3500-1600 მლნ. წელი), მიმდინარეობდა კრისტალური ფუნდამენტის ფორმირება; მეორე პროცესის მსვლელობისას საკუთრივ, ბაქნისებური განვითარება, დანალექი საფრისა და თანამედროვე სტრუქტურის წარმოქმნა.<ref>[httphttps://slovari.yandexbigenc.ru/~книгиgeology/БСЭ/Восточно-Европейская%20платформаtext/5184326 აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი | დიდი საბჭოთარუსული ენციკლოპედია] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20120428043119/http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%92%D0%BE%D1%81%D1%82%D0%BE%D1%87%D0%BD%D0%BE-%D0%95%D0%B2%D1%80%D0%BE%D0%BF%D0%B5%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F%20%D0%BF%D0%BB%D0%B0%D1%82%D1%84%D0%BE%D1%80%D0%BC%D0%B0 |date=2012-04-28 }} {{ru icon}}</ref>
 
ბაქნის საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა ინტენსიურად დანაოჭებული კრისტალური ქანებით ([[გნაისი|გნაისები]], [[კრისტალური ფიქლები]]), რომლებიც ბალტიისა და უკრაინის ფარის ფარგლებში გაშიშვლებულია, სხვაგან, კი დიდ ფართობზე დაფარულია [[დანალექი ქანები]]თ. იქ, სადაც ბაქნის საფუძველი გაშიშვლებულია ან ახლოსაა ზედაპირთან, წარმოდგენილია დენუდაციური მაღლობები და ჭიუხები, ხოლო ბაქნის ღრმად დაძირულ საფუძველზე [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკეები]] და [[დაბლობი|დაბლობებია]] განვითარებული.<ref>{{ქსე|2|51-52||არა}}</ref>