მალაქია ტოროშელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვიკიფიცირება
ხაზი 3:
დაიბადა სოფელ [[სხვავა]]ში (ამჟამინდელი [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]). 1910 წელს დაამთავრა [[ჟენევა|ჟენევის]] უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაბრუნდა [[თბილისი|თბილისში]] და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების — „ბრძოლისა“ და „კავკაზსკი რაბოჩის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1921–1922 წლებში მალაქია ტორშელიძე საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1922–1924 წლებში კი — ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე.<ref name="ქსე">{{ქსე|10|25|ბერიძე ს.|არა}}</ref>
 
1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე მალაქია ტორშელიძე იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს მეოთხე რექტორი, 1931–1936 წლებში — საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934–1935 წლებში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და [[საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი]]ს თავმჯდომარე, 1936 წელს — განათლების სახალხო კომისარი.<ref name="ქსე" />
 
მალაქია ტოროშელიძე 1936 წელს 10 სექტემბერს დააპატიმრეს. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი. 1937 წლის 7 სექტემბერს დახვრიტეს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 10 მარტის განჩინებით რეაბილიტირებულია.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=4025 ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე — სტალინური სიები საქართველოდან]</ref>