გურანდუხტი (X საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გურანდუხტი დედოფალი
გიო ლეჟავა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ხაზი 1:
{{მმ*|გურანდუხტი}}
[[ფაილი:Queen Gurandukht. A sketch of carved relief from Kumurdo Cathedral, Georgia.jpg|მინი|გურანდუხტი. კუმურდოს ტაძრის რელიეფის გრაფიკული რეპროდუქცია.]]
[[ფაილი:Queen Gurandukht. A sketch of carved relief from Kumurdo Cathedral, Georgia.jpg|მინი|გურანდუხტი. კუმურდოს ტაძრის რელიეფის გრაფიკული {{მმართველი|სახელი=გურანდუხტი|ქვეყანა=ერთიანი საქართველოს|თანამდებობა=დედა დედოფალი|მმართველობის დასაწყისი=978|მმართველობის დასასრული=1020 - იანი წლები|წინამორბედი=თანამდებობა შეიქმნა|მემკვიდრე=მართა|თანამდებობა2=ქართლის ერისთავი|მმართველობის დასაწყისი2=976|მმართველობის დასასრული2=980|წინამორბედი2=ბაგრატი|მემკვიდრე2=თანამდებობა გაუქმდა|დაბადების თარიღი=930 - იანი წლები|გარდაცვალების თარიღი=1020 - იანი წლები|მამა=გიორგი II (აფხაზთა მეფე)|მეუღლე=გურგენი}}რეპროდუქცია.]]
'''გურანდუხტი''' — X საუკუნის II ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II]] აფხაზთა მეფის ([[922]]-[[957]]) ასული, [[გურგენი|გურგენ]] მეფეთა მეფის ([[994]]-[[1008]]) მეუღლე, [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)| ბაგრატ III-ის]] ([[975]]-[[1014]]) დედა. [[975]] წელს, დედა[[საქართველო | საქართველოს]] გაერთიანების მოწინააღმდეგე დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის სამეფოს, გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ ბაგრატ III-ის მამობილი [[დავით III]] დიდი კურაპალატი ქართლში შეიჭრა, კახეთის ლაშქარი განდევნა და გურანდუხტი და სხვა ტყვეები გაათავისუფლა. 70-იანი წლების ბოლოსა და 80 წლების დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი [[უფლისციხე]] დედოფალიიყო.
 
== ბიოგრაფია ==
დედოფალი გურანდუხტი დაიბადა დაახ: 930-იანი წლების ბოლოს, ის იყო აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული და გურგენ ქართველთა მეფის მეუღლე, დედა გაეთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ისა.
 
გურანდუხტი 950-იან წლებში მიათხოვეს [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] [[ტაო|ტაოს]] შტოს წარმომადგენელს უფლისწულ გურგენს, რომელიც შემდეგ ქართველთა მეფე გახდა, მათ 970-იან წლებში შეეძინათ ვაჟი ბაგრატი. უფლისწული ბაგრატი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლებოდა: ის ერთდროულად იყო ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა- მეფე გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. ქართლის ერისთავმა ივანე მარუშის ძემ დავით III-ს მიმართა გეგმით, რომ ქართლში გაემეფებინათ უფლისწული ბაგრატი, რადგან მას მემკვიდრეობით ერგებოდა აღნიშნული ტერიტორიები და შემცილე არ ჰყავდა, შესაბამისად, მომავალში ის უნდა ყოფილიყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. 975 წელს დავით III კურაპალატის ძალისხმევით ბაგრატი დაინიშნა ქართლის ერისთავად.
 
=== პოლიტიკურ ასპარესზე გამოსვლა ===
დაუმორჩილებლობას მოყვარული ქართლის დიდებულები არ შეურიგდნენ ბაგრატის ქართლის მმართველად დასმას და, დაახლოებით, 976 წელს კახეთის ქორეპისკოპოსის კვირიკეს დახმარებით, ის თავისი მშობლებითურთ შეიპყრეს, მძევლები უფლისციხიდან კახეთში წაიყვანეს. სწორედ ამ პერიოდიდან გამოდის პოლიტიკურ ასპარესზე გურანდუხტ დედოფალი. დავით კურაპალატისა და კახეთის ქორეპისკოპოსს შორის დადებული ზავით, ბაგრატი მშობლებთან ერთად გაათავისუფლეს და ქართლის გამგებლობა გურანდუხტ დედოფალს ჩააბარეს, ,,მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გურანდუხტ დედოფალსა. ესე გურანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისაი და დედაი ბაგრატისი“. ამგვარად, 976 წელს ქართლის დროებით გამგებლად ბაგრატის ნაცვლად დაინიშნა გურანდუხტ დედოფალი, უფლისწული კი დავით III-მ ტაოში წაიყვანა.
 
980 წელს ბაგრატ III-მ უკვე ,,აფხაზთა მეფის’’ რანგში მოინდომა შიდა ქართლზე სრული კონტროლის მოპოვება აფხაზთა მეფე უფლისციხეში მიდის: ,,მოვიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან თვსისა, დაყვნა დღენი რაოდენნიმე და განაგნ მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედაი თვსი და წარვიდა ქუეყნას აფხაზეთისა“. ბაგრატის მეფედ კურთხევის შემდეგ გურანდუხტის ტიტული კიდევ უფრო ამაღლდა და მას დედა დედოფლის წოდება მიენიჭა, ამის შემდეგ გურანდუხტის გავლენები და ძალა კიდევ უფრო გაიზარდა.
 
=== ცნობები დედა გურანდუხტ დედოფალზე ===
ხშირ შემთხვევაში არათუ დედოფლების გამოსახულებები, არამედ მათზე ცნობებიც კი არაა ჩვენამდე მოღწეული. გურანდუხტი მათ შორის გამორჩეულია, მასზე არაერთი ცნობა გვაქვს შემონახული და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ესაა მისი გამოსახულება კუმურდოს ტაძარზე. კუმურდოს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილო-აღმოსავლეთ გუმბათქვეშა სვეტის ტრომპის ფილაზეა ქალის რეიეფური გამოსახულება, მთელი ტანით მარცხნივ მობრუნებული და ოდნავ დახრილი თავით. ხელები ვედრების ნიშნად აქვს გაწვდილი, თავის მარჯვნივ შემორჩენილია დაქარაგმებული წარწერა ,,გრდტ’’, რომელიც იშიფრება, როგორც ,,გურანდუხტ“.
 
999 წელს ბაგრატ III-მ ბედიის ტაძარი ააშენა და მას შესწირა ოქროს ბარძიმი, რომელზე არსებული წარწერაც არის ჩვენთვის საინტერესო, ,,წმინდაო ღვთის მშობელო (ბედიისაო) მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა, ამის ბარძიმისა შემწირველთა, ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წისა საყდრისა აღმაშენებელთა, ამინ“.
 
1002 წლის წარწერა წვიმოეთის ეკლესიაზე: ,,წმინდაო-ნათლისმცემელო იოანე. ადიდე გურანდუხ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა“.
 
1001-1008 წწ. ქუთაისის ბაგრატის ტაძრის სამშენებლო წარწერა: ,,შეწევნითა ღმრთისაჲთა, ბაგრატისაგან ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და დედისა მათისა- გურანდუხტ დედოფლისა აღეშენა წმიდაჲ ესე საყდარი , ჴელითა“.
 
ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე სარკმლის ქვემოთ ჩასმულ ქვის ფილაზე ვკითხულობთ: ,,მეუფეო მფლობელო, ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფე, თანა მამით, დედით, დედოფლითა და ძით მათით, ამენ“.
 
სოფელ ახალსოფელში არსებული ძველი ეკლესიიდან ჩამოტანილ ქვაზე ამიტვიფრული იყო შემდეგი შინაარსის წარწერა: ,,წმიდაო მოწამეო ბაგრატ, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და ადიდე სული გურანდუხტ დედოფლისაი წინაშე ღმრთისა. დაუტკბე თვალნი ბაგრატისანი მიწასა მათსა მირიანს“.
 
ამგვარად, გურანდუხტ დედოფალი რომ X-XI სუკუნეების უმნიშვნელოვანესი და ძალზედ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ამაზე მეტყველებს თითოეული ლაპიდალური წარწერა, სადაც ისაა მოხსენიებული. დედოფალი უნდა ყოფილიყო გავლენიანი პიროვნება, იგი უზრუნველყოფდა შვილის ლეგიტიმურ უფლებას აფხაზეთის სამეფო ტახტზე, ამის გამოა, რომ საამშენებლო წარწერებში ბაგრატ III დედასთან ერთად იხსენიება. ბაგრატ მეფემ იცის, რომ დედა თუ ეყოლება გვერდით, ვერავინ შეედავება დასავლეთის ტახტზე. დედოფლის დამსახურებაც დიდია იმაში, რომ ბაგრატი III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. აფხაზთა მეფის შთამომავალის სტატუსისს გარეშე, ბაგრატს გაუჭირდებოდა გამხდარიყო ერთიანი საქართველოს მმართველი, დედა გურანდუხტ დედოფალი იყო ქრისტიანობის დამცველი, ის აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, მფარველობდა და ეხმარებოდა სასულიერო პირებს.
 
=== გარდაცვალება ===
ზუსტი თარიღი თუ როდის გარდაიცვალა გურანდუხტ დედოფალი არ ვიცით, ზემოთ აღნიშნულ 1001- 1008 წლებით დათარიღებულ წარწერით გაირკვა, რომ ამ პერიოდში ის ცოცხალია. სავარაუდოდ, ერთიანი საქართველოს პირველი დედა დედოფალი XI საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებში უნდა გარდაცვლილიყო.
 
==ლიტერატურა==
Line 36 ⟶ 8:
[[კატეგორია:საქართველოს დედოფლები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსი ქალები]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
https://openscience.ge/bitstream/1/660/1/SAMAGISTRO%20CHEISHVILI.pdf
 
[[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)]]
 
[[გურგენი]]
 
http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268446290