გორის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
Грузия Разделяется на пять уездовъ, въ нихъ три въ Карталинии: Горийской, Лорийской и Душетцкой и два въ Кахетии: Телавский и Сигнахской.|||[http://www.nlr.ru/e-res/law_r/search.php Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое, т. XXVI, ბრძ. 20007, გვ. 784]}}</ref>. [[1840]] წლის 10 აპრილის დებულებით, [[1841]] წელის 1 იანვრიდან გორის მაზრა ახლად შექმნილი [[საქართველო-იმერეთის გუბერნია|საქართველო-იმერეთის გუბერნიის]] შემადგენლობაში შევიდა და უბნებად დაიყო<ref group="კ">{{ციტირება|§ 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.|||[http://www.nlr.ru/e-res/law_r/search.php Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237]}}</ref>. ამიერკავკასიის მხარის სამმართველოს უმაღლესმა საბჭომ გორის მაზრა ხუთ უბნად დაყო: ქსნის (რომელშიც უნდა შესულიყო გაუქმებული დუშეთის მაზრის სოფლების ნაწილი), სურამის, პირველი ოსეთის, მეორე ოსეთისა და ხიდისთავის, თუმცა ეს დაყოფა არ განხორციელებულა. [[1841]] წელს შეუერთდა დუშეთის მაზრისა და მთიანი ოსეთის მიწები<ref group="კ">{{ციტირება|§7. Горийский уезд образуется из нынешняго Горийскаго уезда, остальной части Душетскаго уезда и горной Осетии|||[http://www.nlr.ru/e-res/law_r/search.php Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 238]}}</ref>. [[1842]] წელს ჩამოსცილდა [[ოსები]]თ დასახლებული სოფლები და მათგან [[ოსეთის ოკრუგი]] შეიქმნა, რომელიც საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა<ref>Акты Кавказской археологической комиссии, I, Тбилиси, 1866, გვ. 749</ref>. გორის მაზრაში დარჩენილი სოფლები, ე. წ. „მთის ხალხები“, ახლად ჩამოყალიბებული [[მთის უბანი|მთის უბანს]] შეუერთეს. 1842 წლისთვის გორის მაზრაში ოთხი საპოლიციო უბანი გაფორმდა: მთის, ქსნის, სურამის, ხიდისთავის. [[1843]] წელს გორის მაზრაში შემავალი მთის უბანი და [[ქსნის უბანი|ქსნის უბნის]] მნიშვნელოვანი ნაწილი ახლად შექმნილი [[მთის ოკრუგი]]ს შემადგენლობაში შევიდა, რომელიც კვლავინდებურად საქართველო-იმერეთის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნულით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: გორის მაზრას ჩამოსცილდა მთის უბანი და მნიშვნელოვანი ნაწილი ქსნის უბნისა, მაზრაში დარჩენილი ქსნის უბნის ნაწილისაგან კი მთის საპოლიციო უბანი შეიქმნა. 1843 წლისთვის გორის მაზრის ტერიტორია იყოფოდა შემდეგ საპოლიციო უბნებად: გორის, სურამის, ხიდისთავის. [[1859]] წლის 19 ივნისს, ოსეთის ოკრუგის გაუქმების შემდეგ, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი [[ოსეთის უბანი|ოსეთის უბნის]] სახელწოდებით კვლავ გორის მაზრაში მოექცა, რომელიც 1860 წლის დასაწყისისათვის იყოფოდა ოთხ საპოლიციო უბნად: გორის, ოსეთის, სურამის, ხიდისთავის. [[1864]] წელს [[ქსნის უბანი]]ც გორის მაზრას დაუბრუნდა. 1865 წელს გორის მაზრის სოფლები, ისევე როგორც სხვა მაზრების სოფლები, სასოფლო საზოგადოებად გაერთიანდა. 1867 წლის 9 დეკემბრის დებულებით გაუქმდა გორის მაზრის უბნებად დაყოფა, მას ჩამოშორდა ყოფილი ქსნის უბანი, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული დუშეთის მაზრის შემადგენლობაში გადავიდა. ქვეყნის საპოლიციო უბნებად დაყოფის აღდგენის შემდეგ (1888) გორის მაზრაში ჩამოყალიბდა ხუთი საპოლიციო უბანი: ახალქალაქის, ბორჯომის, სურამის, ტყვიავის, ცხინვალის. 1892 წლის ახალქალაქის საპოლიციო უბანს უწოდეს ხიდისთავის უბანი, ხოლო ტყვიავისას — მეჯვრისხევისა. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, გორის მაზრა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის რაიონებს ემთხვეოდა.
 
1917 წელს მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 176970 ადამიანს. 1921 წელს გორის მაზრა ადმინისტრაციულად იყოფოდა 12 რაიონად, რომელიც მოიცავდა 32 თემს. გორის მაზრის რაიონები იყო: [[მეჯვრისხევი]], [[ქვემო ჭალა]], [[ტყვიავი]], [[ცხინვალი]], [[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|რუისი]], გომი, [[ქარელი]], [[ხაშური]], [[ბორჯომი]], [[ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)|ხიდისთავი]], [[ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ახალქალაქი]], [[კავთისხევი]].
 
გორია მაზრა გაუქმდა [[1930]] წელს. მის ტერიტორიაზე შეიქმნა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის რაიონები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გორის_მაზრა“-დან