კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წასაშლელი, არსებობს იმავე შინაარსის სტატა რამდენიმე წლით ადრე შექმნილი
ხაზი 1:
{{წასაშლელი|არსებობს [[ტფილისის ბრძოლა]]}}
'''კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები''' — [[1921]] წლის ბრძოლები [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|რუსეთ-საქართველოს ომში]] (19-24 თებერვალი) ქართული სამხედრო სკოლის იუნიკრებსა და [[რუსეთი]]ს მე-11 არმიის ნაწილებს შორის, თბილისის ფრონტის [[კოჯორი|კოჯორ]]-[[ტაბახმელა|ტაბახმელის]] მონაკვეთზე. თბილისის დაცვის ნაწილი ომის პირველ ეტაპზე (11-16 თებერვალი, 1921) მოულოდნელი თავდასხმით ბოლშევიკური რუსები ჯარებმა თავიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 18 თებერვალს თბილისთან ბრძოლები სოღანლუღის ფრონტის მონაკვეთზე (უფროსი გენერალი [[გიორგი მაზნიაშვილი|გ. მაზნიაშვილი]]) ქართველებმა პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. მარცხის მიუხედავად რუსებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს შეტევის მიმართულება და საარტილერიო მომზადების შემდეგ ტაბახმელაზე (სექტორის უფროსი გენერალი ანდრონიკაშვილი) მიიტანეს იერიში. ბოლშევიკებმა სამხედრო სკოლის (160 იუნკერი და 350 ნაცვალი, 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფქვრევი; უფროსი პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე) წინააღმდეგობა ვერ გატეხეს, მაგრამ რადგან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, ფრონტის ხაზი გააგრძელეს და იუნიკერთა პოზიციებს ფლანგებიდან მოუარეს ბოლშევიკები თითქმის დაუცველ კოჯორში შეიჭრენ და ზურგიდან დაემუქრენ იუნიკერთა პოზიციებს. კრიტიკულ მომენტში პოლკოვნიკი ა. ჩხეიძის ინიციატივით იუნიკერებმა ძალები გადააჯგუფეს. მაიორ ბახუტაშვილის ბატარეამ პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა ბოლშევიკთა მებრძოლებს. იუნიკერების ერთმა გუნდმა კაპიტან თოიძის მეთაურობით (სულ 23 კაცი ) კონტრშეტევით შეაჩერა მოწინააღმდეგე (დაიღუპა კაპიტანი თოიძე, დაიღუპა და დაიჭრა 8 იუნკერი). ამან მთავარსარდალს საპასუხო ზომების მიღების დრო მისცა.