ანრი ოხანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

(გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
 
2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია|საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის]] სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref> 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>
ანრი ოხანაშვილის არის სამართლის დოქტორი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>
 
===სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი:===