ბაბიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიების დამატება
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 2 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 1:
[[ფაილი:Shrine of The Bab.jpg|მინი|ბაბის სალოცავი]]
'''ბაბიზმი—'''ბაბიდების სექტის რელიგიური მოძღვრება ([[სპარსული ენა|სპარსულად]] بابیه‎,)<ref>[[:en:Edward_Granville_Browne|Browne, Edward Granville]] (1911), [[wikisource:1911_Encyclopædia_Britannica/Bábíism|"Bábíism",]] in Chisholm, Hugh (ed.), ''Encyclopædia Britannica'', '''3''' (11th ed.), Cambridge University Press, pp. 94–95</ref>, შეიქმნა ბაბის მიერ 1844 წლის 24 მაისს [[ირანი|ირანში.]] ამჟამინდელი შეფასებით მას არა უმეტეს რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავს, რომელთა უმეტესობა კონცენტრირებულია [[ირანი|ირანში.]] ამოსავალია [[შიიზმი|შიიტური]] მოძღვრება ''იმამისა'' და ''მაჰდის'' შესახებ<ref>Saledi Nader.(2008).Gate of The Heart. [https://books.google.ge/books?id=XTfoaK15t64C&redir_esc=y Understanding the writings of The Bab.] Canada: Wilfrid Laurier University Press. [[ISBN]] [http://978-1-55458-056-9. <bdi>978-1-55458-056-9</bdi>.]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>. ბაბიზმი კაცობრიობის განვითარებას ჰყოფდა საფეხურებად, რომელთაგან თითოეულს შეესაბამებოდა გარკვეული [[რელიგია]]. ბაბიზმი [[ისლამი|ისლამს]] აცხადებდა დრომოჭმულად და ახალი ეპოქის სახელმძღვანელო პრინციპად ბაბის საღვთო წიგნს „აღსარებას“ მიიჩნევდა. [[ირანი|ირანში]] ბურჟუაზიულ ურთიერთობა აისახა ბაბიდების ქადაგებებში ადამიანთა თანასწორობის, პიროვნებისა და ქონების პიროვნებისა და ქონების დაცვის, ბაბიდთა წმინდა სამეფოს შექმნის შესახებ. ამ სამეფოდან , ბაბიზმის მოთხოვნით უნდა განედევნათ არაბაბიდები და მათი ქონება გაენაწილებინათ ბაბიდებს შორის. ეს ვაჭართა ინტერესებს შეესაბამებოდა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ''ზაჰრე-ხანუმმა''. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ქალთა ემანსიპაციის უფლებებს ითხოვდა, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა [[მუსლიმი|მუსლიმური]] ჩვეულებების გაუქმებას.ბაბიზმის დემოკრატიულმა ელემენტებმა განვითარება პოვა ბაბის მოწაფეების-''მოჰამედ ალი ბარფორუშის, ყორათ ოლ-ჟინის'' და სხვ. ქადაგებებში გადასახადების გაუქმების, კერძო საკუთრების საზოგადოებრივ საკუთრებად გადაქცევის, ქალების მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების შესახებ. ბაბიდების აჯანყებების მარცხის შემდეგ ბაბის ძმამ და მიმდევარმა ''ბაჰაულამ'' ბაბიზმს დემოკრატიული შინაარსი ჩამოაცილა და შექმნა [[კოსმოპოლიტიზმი|კოსმოპოლიტური]] მოძღვრება [[ბაჰაიზმი]]. თავდაპირველად ბაბის მიმდევრებს ''აზალიტები'' ეწოდათ.<ref>[https://web.archive.org/web/20060502021323/http://concise.britannica.com/ebc/article-935 "Azali"] ''Britannica Concise Encyclopedia''. '''2006'''. Encyclopædia Britannica. Archived from the [http://concise.britannica.com/ebc/article-9356264/Azali original] on 2 May 2006.</ref>
 
== ბაბი ==
ხაზი 8:
ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა [[ყურანი|ყურანსა]] და [[შარიათი|შარიათზე]] დამყარებული კანონებსი ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი-ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. ის აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა [[მისტიციზმი|მისტიციზმის]] პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლუატაციას და [[შიიტი]] სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი მოვაჭრენი. რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა.
 
1847 წელს ბაბი დააპატიმრეს. ციხეში დაწერა წიგნი „აღსარება“, რომელშიც გადმოცემული იყო ბაბიზმის პრინციპები. 1850 წელს [[შაჰი|შაჰის]] ბრძანებით ის სიკვდილით დასაჯეს თეირანში.<ref>. [[:en:Peter_Smith_(historian)|Smith, Peter (2000)]] [[iarchive:conciseencyclope0000smit/page/55|"Bab".]] A conscise encyclopedia of the Baha'i Faith. Oxford: Oneworld Publications. pp. 55–59. [[ISBN]] [http://978-1-85168-184-6. <bdi>978-1-85168-184-6</bdi>.]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref> პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი [[ირანი]], მაგრამ რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო,მოძრაობა თანდათან შესუსტდა.
 
== ბაბიდების აჯანყებები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაბიზმი“-დან