ზინობი (მაჟუგა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 4:
სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, 11 წლისას — მამა. ბავშვობიდან იგი [[გლინის უდაბნო]]ს სავანეს მიეკედლა, სადაც სამკერვალო სახელოსნოში მოწაფედ მიებარა. [[1912]] წლიდან გლინის უდაბნოს მორჩილია. [[1916]] წელს მორჩილი ზაქარია მაჟუგა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ფრონტის ხაზზე რიგით ჯარისკაცად იმ ნაწილში მოხვდა, რომელსაც [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II]]-ის ბიძა მიხეილ ხელმძღვანელობდა. 1917 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
 
ზაქარია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღეს გლინის სავანეში აღიკვეცა ბერად და მღვდელმოწამე ზინობ ეგესელის პატივსაცემად უწოდეს სახელი ზინობი. [[1922]] წელს საქართველოში [[დრანდის მონასტერი|დრანდის მონასტერში]] იწყებს მთავარდიაკვნობას. [[1925]] წლის 18 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით რუსული ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკონმა მამა ზინობი მღვდელმონაზვნად აკურთხა. [[1927]] წლიდან მამა ზინობი [[სოხუმის ეპარქია]]ში წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია, [[1925]]-[[1930]] წლებში სოხუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძარშია, [[1930]]-[[1936]] წლებში როსტოვის სოფიის ტაძარში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ მამა ზინობი [[ოლღას მონასტერი|მცხეთის წმიდა ოლღას სახელობის მონასტრის]] მღვდელმსახურია. [[1944]]-[[1945]] წლებში [[თბილისისსიონის სიონი]]სტაძარი|სიონის საპატრიარქო ტაძარშია]]. [[1945]]-[[1947]] წლებში მამა ზინობი [[სომხეთის რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკის]] სოფელ კიროვოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1947-1950 იყო წლებში იგი ბათუმის სასაფლაოს სულიწმიდის ტაძრის წინამძღვარი. მის დროს ტაძარი მთლიანად აღსდგა და მრავალი ხატით შეივსო. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს მიერ [[1950]] წელს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, ამავდროულად იგი ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსული მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც. [[1952]] წლის 11 ივნისიდან [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი]]ს წევრია. [[1953]] წელს დაჯილდოვდა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით, [[1954]] წელს — არქიმანდრიტის კვერთხით. [[1956]] წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III]]-ის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. [[1957]] წლის 6 მარტს ეპისკოპოსი ზინობი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით „ეპისკოპოსი სტეფანოვანისა“. [[1960]] წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის, [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ II]]-ის გადაწყვეტილებით მეუფე ზინობს ეწოდა „თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი“, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად.
 
ეპისკოპოსმა ზინობმა [[1957]] წლის 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბერად აღკვეცა ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი [[ილია II|ირაკლი შიოლაშვილი]] და უწოდა სახელი ილია.
ხაზი 25:
 
[[კატეგორია:საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქორეპისკოპოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 14 სექტემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1896]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 8 მარტი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1985]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზინობი_(მაჟუგა)“-დან